მანანის ბურღულის ცომის ნამცხვრები დიასახლისებმა დიდი ხანია სათანადოდ შეაფასეს. ცომეული მაღალი, ფაფუკი და ფხვიერი გამოდის.
დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტს მანანის ბურღულისა და კეფირის ცომისგან. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი – ეფექტური ზოლებია, რომელიც ზებრას გაგონებს. ეს ნამცხვარი ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მოიძებნება ისეთებიც, რომლისთვისაც ის აღმოჩენა გახდება.
ინგრედიენტები
- 1 ჭ მანანის ბურღული
- 1 ჭ ხორბლის ფქვილი
- 1 ჭ შაქარი
- 2 კვერცხი
- 2 ჭ კეფირი
- 3 ს.კ. კაკაო
- 1 ჩ.კ. სოდა
- 90 გრ კარაქი
- 1 ს.კ. ზეთი
- 1 მწ ვანილინი
მომზადება
1. თასში ჩაასხით კეფირი, დაამატეთ სოდა და მანანის ბურღული, მოურიეთ და დატოვეთ 20-30 წუთით. დარბილებულ კარაქს შეასრისეთ შაქარი, ვანილი, დაუმატეთ კვერცხები, შეურიეთ კეფირის მასას. გაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთს დაუმატეთ კაკაო.
2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დაასხით ცომები რიგ-რიგობით. კბილის ჩხირით შეგიძლიათ ობობას ქსელი შექმნათ.
3. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
რჩევა: მოასხით ნამცხვარს შოკოლადის მინანქარი ან კენკრის სიროფი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ წაუსვათ ნაღების კრემი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!