გემრიელი კატლეტები “ჩიტის რძე”, როცა სახელწოდება ყველაფერს ამბობს.
ქათმის ფარში – იწოვს შიგთავსის გემოს და ძალიან ფაფუკი გამოდის.
ინგრედიენტები
- 500გ ქათმის ფარში
- 2-3 ნაჭერი პური
- 1 ხახვი
- 2 მოხარშული კვერცხი
- 2 უმი კვერცხი
- მწვანილი
- 200მლ რძე
- 1/2 ჭიქა ფქვილი
- 100გ გახეხილი ყველი
- 20გ კარაქი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- მწიკვი სოდა
მომზადება
- პური დაალბეთ 100მლ რძეში. ხორცსაკეპში გამოატარეთ ხახვი, რძიანი პური. მიღებული მასა დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- მოამზადეთ შიგთავსი: მოხარშული კვერცხი, ყველი და კარაქი დახეხეთ, დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანილი და მოურიეთ.
- ფარშისგან მოამზადეთ ბურთულები, მოათავსეთ შიგთავსი და კარგად დააფიქსირეთ.
- მოამზადეთ თხევადი ცომი: ათქვიფეთ კვერცხი. 100მლ რძე, ფქვილი, სოდა, მარილი და წიწაკა.
- ამოავლეთ კატლეტები ცომში და შეწვით.
ქათმის ფარში შეგიძლიათ შეცვალოთ ღორის ან საქონლის ხორცით. ამ შემთხვევაში უნდა გამოაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!