ფაფუკი და გემრიელი ხაჭოს ფუნჩულა კარაქის და საფუარის გარეშე. ვაცხობთ ღუმელში

6826

ბევრს უყვარს ფუნჩულები, მაგრამ ცდილობენ იშვიათად მიირთვან, რადგან ის მავნე და კალორიულია. თუმცა არსებობს რეცეპტი, რომლის წყალობით ამ ტკბილეულით თავის განებივრებას ხშირად შეძლებთ. ყველაფერი იმიტომ, რომ ფუნჩულა კარაქის და საფუარის გარეშე მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 220 გრ ფქვილი
  • 250 გრ ხაჭო, სჯობს სახლის
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 1 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
  • ჯემი ან შაქრის პუდრა სურვილის მიხედვით

მომზადება:

1. ღრმა თასში კვერცხი, მწიკვი მარილი და ვანილის შაქარი აურიეთ.

2. შემდეგ არაჟანი, ხაჭო დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

3. ამის შემდეგ 2 ს/კ ფქვილი, საცხობი ფხვნილი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.

4. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და გლუვი, რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მოგეკვრებათ.

5. ცომი გრძლად დაამრგვალეთ და 12 თანაბარ ნაწილად გაჭერით.

6. თითოეულ ნაჭერს ბურთის ფორმა მიეცით. ცენტრი საკონდიტრო თავსაცვით ამოჭერით.

7. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მასზე ფუნჩულები მოათავსეთ. თბილი რძე წაუსვით.

8. ღუმელი 180 გრადუსზე ჩართეთ და გახურების შემდეგ ფუნჩულები ზუსტად ნახევარი საათით აცხვეთ.

9. მზა ფუნჩულებს სურვილის მიხედვით შაქრის პუდრა მოაყარეთ და ფუნჩულების ცენტრი ჯემით ამოავსეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.