
ნამცხვარი შაქრის გარეშე
ამ რეცეპტის წაკითხვის შემდეგ, 5 წუთში მოვიმარჯვე საჭირო ინგრედიენტები და სამზარეულოსკენ გავეშურე. ეს ნამდვილად იდეალური რცეპტია!

ინგრედიენტები
- 1 ვაშლი
- 2 კვერცხი
- 3 ფინიკი
- 6 სუფრის კოვზი ნუშის ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი გახეხილი ქოქოსი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
მომზადება
1.გახეხეთ მჟავე ვაშლი.
2.ფინიკს მოაშორეთ კურკა და დაჭერით.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ 2 კვერცხი, ფინიკი, ვაშლი და ნუშის ფქვილი.

4.დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ქოქოსი. მოურიეთ.

5.ფორმას წაუვსით ცხიმი და მოათავსეთ ცომი. შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის ფანტელები.

6.გამოაცხთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!









