Gastronomia.ge–ს რედაქციას ექსპერიმენტები უყვარს. სწორედ ამიტომ, ასეთ უჩვეულო რეცეპტს გვერდს ვერ ავუვლით. ჰაეროვანი პეროგი რძის შიგთავსით ორიგინალური მომზადების ტექნოლოგიით გვაოცებს. ერთი პატარა ხრიკი საოცარ შედეგს იძლევა. რომელი? მოდით გავარკვიოთ!
სანამ ღუმელში გაგზავნით ცომის ფენებს შორის ათქვეფილი კვერცხის და რძის ნარევი ჩაასხით. ეს ნარევი საფუძველს კარგად გაჟღენთს. ჩნდება განცდა, რომ ჭამთ არა ცომს, არამედ კრემს ნაზი ტექსტურით.
როგორ გამოვაცხოთ პეროგი რძის შიგთავსით
კლასიკური რეცეპტი შაქარს არ შეიცავს. თუ ტკბილი პეროგის გამოცხობა გსურთ, რძის ნარევს ცოტა შესქელებული რძე ან ხილის პიურე დაუმატეთ. ასე პეროგის გემო უფრო საინტერესო გამოვა.
ინგრედიენტები:
- 7 გ მარილი
- 550 გ ხორბლის ფქვილი
- 350 მლ რძე
- 90 გ კარაქი
- 350 მლ წყალი
- 4 კვერცხი
- 1 ს/კ მანანის ბურღული
მომზადების წესი:
1. 0,5 ჩ/კ მარილი წყალში გახსენით. ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ღრმა თასში მოათავსეთ, პარკი დააფარეთ. 20 წუთით გააჩერეთ.
2. ცომი ორ ნაწილად დაყავით. პირველი ნაწილი გააბრტყელეთ. 75 გ რბილი კარაქი წაუსვით. მანანის ბურღული მოაყარეთ. ცომი ზეთწასმულ საცხობ ფორმაში მოათავსეთ. გვერდები გაუკეთეთ.
3. მეორე ნაწილი ცომი გააბრტყელეთ. ზემოდან დაადეთ, კიდეები შეკარით, მაგრამ არა ბოლომდე. ცალკე კვერცხი 2 მწიკვ მარილთან და რძესთან ერთად ათქვიფეთ.
4. ცომის ზედა ფირფიტის კიდე ოდნავ აწიეთ და მიღებული ნარევი ჩაასხით. კიდე ფრთხილად შეკარით.
5. პეროგს რბილი კარაქი წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.
მადისაღმძვრელი რძიანი პეროგი მზადაა! ოდნავ გაგრილებას დაელოდეთ! დესერტი ნაჭრებად დაჭერით, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, პიტნის ფოთლებით მორთეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია!