გახსოვთ ის ტკბილი ფუნთუშები, რომელთაც სკოლის ან უნივერსიტეტის დახლებზე ვყიდულობდით და რომელთაც ხშირად ჩვენი ბებიები აცხობდნენ?
ის დაუვიწყარი გრძნობა კვლავ რომ განიცადოთ, ჩვენ ბედნიერები დღეების ორიგინალური რეცეპტი აღვადგინეთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 600 გრ ფქვილი
- 1 პაკეტი მშრალი საფუარი
- 250 მლ რძე
- 4 კვერცხის გული
- 100 გრ შაქარი
- 1 პაკეტი ვანილი
- მწიკვი მარილი
მოსართავად:
- 1 კვერცხის გული
- 2 ს/კ რძე
რა გავაკეთოთ?
- თბილ რძეში საფუარი გახსენით, 1-2 ს/კ შაქარი და 1-2 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თბილ ადგილას 15 წუთით გააჩერეთ.
- ფქვილი მოაყარეთ. ცომი მოზილეთ, ცომი რბილი უნდა იყოს და ხელებზე არ ეკვროდეს.
- თასს კარაქი წაუსვით და მზა ცომი იქ ჩადეთ. ცომის თასი თბილ ადგილას დადგით და ოდნავ ამოსვლა აცადეთ.
- როცა ცომი მზად იქნება, მცირე ზომის ნაწილებად დაყავით და ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
- საცხობი ფორმა ფუნთუშებით თბილ ადგილას დადგით. კიდევ ოდნავ უნდა ამოვიდეს.
- კვერცხის გულის და რძის ნარევი ზემოდან წაუსვით.
- 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ (თუმცა ყველაფერი თქვენს ღუმელზე არის დამოკიდებული, ასე რომ პროცედურას თვალი ადევნეთ).
ახლა კი ისიამოვნეთ! გემრიელად მიირთვით!