დღეს ჩვენ გასაოცარ შოკოლადის დესერტს მოვამზადებთ. მასე დამიჯერეთ უარს ვერავინ იტყვის.
ინგრედიენტები
ბისკვიტისთვის
- კვერცხის გული 3 ცალი
- შაქარი 50გ კვერცხისთვის
- მცენარეული ზეთი (უსუნო) 50მლ კვერცხისთვის
- რძე 100მლ
- სოდა დანის წვერზე
- ღვინის ძმარი 1/2 ჩაის კოვზი
- კაკაო 4 სუფრის კოვზი
- სახამებელი 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 180გ
კრემი
- სახამებელი 1/2 ჭიქა
- წყალი 1 ჭიქა
- შაქარი 1 ჭიქა
- ლალაო 4 სუფრის კოვზი
- რძე 1 ჭიქა
- კარაქი 150გრ
- ვანილი 1 შეკვრა
მომზადება
- კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი და ათვფეთ.
- დაასხით 50მლ მცენარეული ზეთი, მოურიეთ.
- დაუმატეთ სოდა და ძმარი.
- ფქვილი, კაკაო და სახამებელი გაცერით. მიღებული კი მოაყარეთ კვერცხს.
- დაიწყეთ 3 ცილის თქვფა, დაუმატეთ 180გ შაქარი.
- ათქვეფილი ცილა დაუმატეთ კვერცხის მასას, მოურიეთ ნუჩბით.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. ჩაასხით ცომი, ფორმა მაგიდის ზედაპირზე ჩამოარტყით, რათა ზედმეტი ჰაერი ამოვიდეს ცომიდან.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
- გამომცხვარი ბისკვიტი ფრთხილად გადმოიტანეთ ფორმიდან.
- მოვამზადოთ კრემი. ნახევარი ჭიქა სახამებელი გახსენით 1 ჭიქა წყალში.
- ჭიქა შაქარს და 4 სუფრის კოვზ კაკაოს დაუმატეთ წყალში გახსნილი სახამებელი.
- მოაყარეთ ვანილი და მპურიეთ.
- ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე, გააცხელეთ გასქელებამდე.
- ნელ-ნელა დაუმატეთ რძე, დაელოდეთ შესქელებას, მოურიეთ სამზარეულოს ნიჩბით.
- გადმოიტანეთ კრემი ცეცხლიდამ, დაუმატეთ 150გრ კარაქი და დაელოდეთ გაგრილებას.
- შოკოლადის ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად. ზემოთან ფენა მოაშორეთ დანით, რათა უკეთ შეძლოთ გასწორება.
კორჟი დაფარეთ კრემით.
შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!