უგემრიელესი ნამცხვრის სპეც რეცეპტი

1363

უგემრიელესი ფორთოხლის ღვეზელის რეცეპტი მასტერშეფის გამარჯვებულისგან, ეს კერძი გამოირჩევა დამახასიატებელი ვიზუალითა და გემოთი.

ამ კერძის მტავარი კომპონენტი ხრაშუნა ბრეტონული საბეა. ტკბილი კარამელის მუსი და მომჟავო ციტრუსის კონგი საოცარ შარმს სძენენ დესერტს. ხოლო დიზაინი ერთი შეხედვითაც მოახდნს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

ინგრედიენტები

  • კარაქი 120გ
  • ხორბლის ფქვილი 155გ
  • შაქარი 460გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • კვერცხი 6 ცალი
  • ფორთოხლის ქერქი გემოვენბით
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • მანდარინი 2 ცალი
  • ნაღები 150მლ
  • რძე 350მლ
  • სიმინდის სახამებელი 15გ
  • ჟელატინი 6გ
  • შაქრის ფხვნილი 50გ

მომზადება

1.ათქვიფეთ 90გ შაქარი და 100გ დარბილებული კარაქი.

2.ცალკე ჯამში მოათავსეთ ფორთოხლის ქერქი, 140გ ფქვილი და გამაფხვიერებელი.

3.შეაერთეთ ორი ნარევი, დაუმატეთ 2 კვერცხის გული და მოზილეთ ცომი.

4.ცომი მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდებს შორის და გააბრტყელეთ 5-6მმ ფირფიტად. მოათავსეთ 30-60 წუთი მაცივარში.

5.ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ ცომის რგოლები.

6.გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15 წუთი.

7.შემდეგ უნდა მოვამზადოთ ციტრუსის კონფი. ამისათვის გაასუფთავეთ ფრთოხალი და მანდარინი, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

8.ციტრუსს მოაყარეთ 200გ შაქარი და დაასხით წყალი ისე, რომ დაიმალოს მთლიანი მასსა.

9.კონფი მოხარშეთ 40 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ და დააბლენდერეთ.

10.ახლა კი მოვამზადოთ კარამელის მუსი. 70გ შაქრის გან მოამზადეთ კარამელი და მოასხით ცხელი რძე.

11.ცალკე ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხის გული, ფქვილი და სიმინდის სახამებელი, შემდეგ დაუმატეთ კარამელი. მოურიეთ მიღებულ მასას და ისევ გადმოასხით ქვაბში. მოხარშეთ კრემი, განუწყვეტლივ ურიეთ.

12.ნაადრევად დაალბეთ ჟელატინი, რათა ის ამოფუვდეს. დაუმატეთ ცხელ კრემს და მოურიეთ ერთგვაროვანის მასის მიღებამდე. გააგრილეთ და 5-6 საათი შეინახეთ მაცივარში.

13.ათქვიფეთ ნაღები. შემდეგ ათქვიფეთ გაგრილებული კრემი და დაუმატეთ ნაღებს.

14.ახლა კი მოვამზადოთ კარამელის დისკი. პერგამენტს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ შაქარი და გადაანაწილეთ ზედაპირზე თანაბრად.

15.მრგვალი ნივთით შემოსაზღვრეთ დისკის ფორმა. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე და გამოაცხვეთ სანამ შაქარი არ იქცევა კარამელად. გააგრილეთ და გადმოიტანეთ ფორმიდან.

16.ფირფიტას მოაყარეთ შაქარი, მასზე მოათსვსეთ ციტრუსის კონფი, მუსი და კარამელის დისკი ცუკატებთან ერთად.

უმჯობესია გამოიყენოთ თხელკანა მანდარინი ან თუ არ გინდა მიიღოთ მძაფრი სიმჟავე, მანდარინი წინასწარ მოხარშეთ.