უგემრიელესი ნამცხვარი “შავი ტყე” – ნამდვილი აღმოჩენა ტკბილეულის მოყვარულებისთვის

2583

შოკოლადისა და ალუბლის ამ გემრიელი ნამცხვრის სახელი გერმანიის უღრანტყიან ადგილებს უკავშირდება. ეს ნამცხვარი გურმანების ნამდვილი აღმოჩენაა.

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა მჟავე ალუბლის წვენი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 90 მლ ალუბლის ბრენდი
  • 90 გ მარილიანი კარაქი
  • 5 კვერცხი
  • 1 ჭიქა (150 გ) ფქვილი
  • 50 გ უშაქრო კაკაოს ფხვნილი
  • 625 მლ ნაღები
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 120 გ შავი შოკოლადი (გასაფორმებლად)

მომზადების წესი: 

  1. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ სამ ფორმას (23 სმ ) ცხიმი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
  2. მოამზადეთ ალუბლის ბრენდი: ალუბალი გამოწურეთ, წვენი პატარა ქვაბში მოაგროვეთ და 1/4 ჭიქა (50 გ ) შაქარი დაამატეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ შაქრის გადნობამდე (5 წუთი), ურიეთ.
  3. 16 ალუბალი გასაფორმებლად გადაინახეთ, დანარჩენი კი წვენთან ერთად  ბრენდისთვის გამოიყენეთ.
  4. კარაქი გაადნეთ და თბილად შეინახეთ.
  5. კვერცხი და 150 გ შაქარი ცეცხლგამძლე თასში მოათავსეთ და ორთქლის აბაზანაზე დადგით (იმდენ ხანს გააჩერეთ, რომ ნარევი შეთბეს). შემდეგ სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ და 10-15 წუთის განმავლობაში თქვიფეთ გასქელებამდე.
  6. ფქვილი და კაკაო გაცერით, შეურიეთ კვერცხიან მასას, დაამატეთ გამდნარი კარაქი, აურიეთ. მიღებული ცომი სამ ნაწილად გაყავით და გამზადებულ ფორმებში გადაიტანეთ.
  7. აცხვეთ 15-20 წუთი. 10 წუთი ქვაბში გააგრილეთ, შემდეგ ცხაურზე ამოაპირქვავეთ და პერგამენტის ქაღალდი ფრთხილად მოაცალეთ. გააცივეთ ბოლომდე.
  8. ნაღები, შაქრის პუდრი და ვანილი ათქვიფეთ. ალუბალი გადაწურეთ, წვენი შეინახეთ.
  9. ჯამში 2 ჭიქა ათქვეფილი ნაღები ალუბალს შეურიეთ. ერთი ბისკვიტი თეფშზე დადეთ, ალუბლის წვენი მოასხურეთ. დაფარეთ ალუბლის კრემით (1/3). იგივე გაიმეორეთ სამივე ფენის შემთხვევაში.
  10. 1 ჭიქა ათქვეფილი ნაღები ტორტის მოსართავ ფორმაში მოათავსეთ და ნამცხვრის ზედაპირი და გვერდები ლამაზი ფიგურებით დაფარეთ.
  11. გვერდები და ზედაპირი შოკოლადის ნამტვრევებით დაფარეთ.
  12. კიდეებზე დაახლოებით 16 პატარა ვარდი დასვით, ზემოდან კი თითო ალუბალი დაადეთ.
  13. დააფარეთ და მირთმევამდე 6-12 საათით მაცივარში მოათავსეთ.