სარალიები – მოლდოვური სამზარეულოს ცომეულის ნაწარმია. საფუვრის ცომს ასო S-ს ფორმაზე ახვევენ.
სარალიების შიგთავსი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს: კარტოფილი, გოგრა, ვაშლი, ალუბალი, ისპანახი, ხაჭო. “გასტრონომია” გთავაზობთ არჩევანი პიკანტურ ვარიანტზე შეარჩიოთ: ბრინზისა და კამის ნაზავზე.
ინგრედიენტები
- 400 გრ ფქვილი
- 5 გრ საფუარი
- 250 მლ წყალი
- 1 ს.კ. შაქარი
- 500 გრ ბრინზა
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 1 კონა კამა
- 1 კონა მწვანე ხახვი
- ზეთი გემოვნებით
მომზადება
1. ღრმა თასში შეურიეთ ფქვილი და საფუარი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, თბილი წყალი. მოზილეთ ცომი, წაუსვით ზეთი, დააფარეთ პოლიეთილენი და დადგით თბილ ადგილას 1 საათით.
2. დაჭყლიტეთ ბრინზა ჩანგლით, დაუმატეთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, მოურიეთ.
3. დაამუშავეთ ამოსული ცომი, დაყავით 6 ნაწილად. გააბრტყელეთ ყოველი ნაწილი მართკუთხედად. წაუსვით ზეთი, გადაანაწილეთ შიგთავსი. დაახვიეთ რულეტებად და შექმენით ასო S-ის ფორმები.
4. მოათავსეთ ნაწარმი საცხობ ფორმაზე, წაუსვით ზეთი და დატოვეთ ცოტა ხნით. შემდეგ შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით და გამოაცხვეთ შებრაწვამდე.
მოლდოვური სამზარეულო მრავალფეროვანი და გემრიელია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!