უგემრიელესი ვაშლი ნამცხვარი – რბილი ფუნთუშის ფოთლებით

1189

ბებოს გამომცხვარი ნამცხვრის სუნი – საუკეთესო ბავშვობის მოგონებაა. ბებიაჩემს ძალიან უყვარდა ცხობა, ამიტომაც ხილის შიგთავსის მქონე ნამცხვრებით მუდმივად გვახარებდა.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 150მლ რძე
  • 1,5 ჩაის კოვზი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1,5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 50გ კარაქი
  • 370გ ფქვილი

შიგთავსისთვის

  • 3 ვაშლი
  • 40გ ლერწამის შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • მცენარეული ზეთი ფორმის დასამუშავებლად

მომზადება

  1. თბილ რძეში გახსენით საფუარი. დაუმატეთ შაქარი, მარილი, არჟანი, კვერცხი და გამღვალი კარაქი. კარგად მოურიეთ.
  2. გაცერით ფქვილი. მოზილეთ ცომი, დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ თბილ ადგილას 25-30 წუთი.
  3. შაქარს დაუმატეთ დარიჩინი. გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ გული და დაჭერით. ვაშლის თითოეული ნაჭერით ამოავლეთ შაქრისა და დარიჩინის მასაში.
  4. ცომი გააბრტყლეთ 0,7სნ. ამოჭერით წრეები და თითოეულზე მოათავსეთ ვაშლი.
  5. ამოჭრილი რგოლებში შეახვიეთ ვაშლი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და დარიჩინი.
  6. დაელოდეთ 15 წუთი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!