ნაყინის შინ მომზადება იოლია, მით უმეტეს, თუ საამისო სპეციალური აპარატი გაქვთ, მეთოდი ერთნაირია: ჯერ აკეთებთ რძის მოხარშულ კრემს, შემდეგ აპარატში მოთავსებამდე დაუმატებთ არომატს. ძირითადად გჭირდებათ კვერცხი, შაქარი, რძე და ნაღები.
ინგრედიენტები:
- 4 ფინჯანი (1ლ ) რძე
- 6 ყავის მარცვალი
- 2,5 სმ სიგრძის დარიჩინის ჩხირი
- 1/2 ლიმონის ცედრა
- 1 ვანილის ჩხირი
- 1/8 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ფინჯანი (200 გ) შაქარი
- 5 დიდი კვერცხის გული
- 1/2 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
- 2 დიდი კვერცხის ცილა
ულუფა: 6
მომზადება: 20 წუთი + 30 წუთი გასაცივებლად + დრო ნაყინის დანადგარში მოსამზადებლად
დონე:1
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ჯამი შედგით მაცივარში გასაცივებლად.
- 875 მლ რძე სქელძირიან ქვაბში ჩაასხით, ჩაუმატეთ ყავის მარცვლები, დარიჩინი, ლიმონის ცედრა, ვანილის ჩხირი და მარილი. დადგით საშუალოზე დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. ვანილის ჩხირი ამოიღეთ.
- მიქსერით, მაღალი სიჩქარით, გათეთრებამდე კრემივით ათქვიფეთ კვერცხის გულები, შაქარი და სიმინდის სახამებელი.
- განაგრძეთ თქვეფა, ჩააბრუნეთ ქვაბში და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგით, ურიეთ განუწყვეტლივ, 2 წუთი, არ უნდა ადუღდეს.
- გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ. კარგად გააგრილეთ, ხშირად ურიეთ. შემდეგ მაცივარში გააცივეთ 30 წუთი.
- ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა. ბეზე დაუმატეთ მიღებულ მასას და ნაყინის მოსამზადებლად დანადგარში გადაიტანეთ. გაყინეთ ინსტრუქციის შესაბამისად. შემდეგ მოათავსეთ ყინვაგამძლე კონტეინერში და საყინულეში მოათავსეთ.