უგემრიელესი არაჟნის ჟელე ბანანით

3023

სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია დესერტის გარეშე. ამ ფინალური კულინარიული აკორდით დიასახლისი მიგვანიშნებს, რომ იგი თავისი საქმის პროფესიონალია. სტუმრებს კი ისღა დარჩენიათ, დააგემოვნონ ეს ტკბილეულობა და დაეთანხმონ დიასახლისებს.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ჟელე ბანანით, საშინაო პირობებში, ძალიან სწრაფად და მარტივად. ეს დესერტი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც ძალიან საყვარელია.

ჟელე საშინაო პირობებში

ინგრედიენტები

  • 1 ლ არაჟანი (რაც უფრო ცხიმიანია, მით უკეთესი)
  • 250 გრ შაქარი
  • 3-4 ც ბანანი
  • 30 გრ ჟელატინი
  • ვანილის შაქარი და შოკოლადი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი 

1. ათქვიფეთ არაჟანი მიქსერით, იგი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტეპმერატურის. თანდათან დაუმატეთ შაქარი (ამავდროულად ვანილის შაქარიც) და გააგრძელეთ ათქვეფა, სანამ შაქარი მთლიანად არ დაიშლება.

2. მოათავსეთ ჟელატინი ორთქლზე, სანამ კარგად არ გაიხსნება. შემდეგ გააცივეთ იგი ოთახის ტემპერატურაზე, რადგან მისი ცხელ მდგომარეობაში გამოყენება არ შეიძლება.

3. სანამ ჟელატინი გაცივდება, დაჭერით ბანანი კუბებად.

4. მოიმარჯვეთ ჭურჭელი ჟელესთვის. თითოეულ ჯამში მოათავსეთ ბანანის რამდენიმე კუბიკი.

5. გაცივებული ჟელატინი და არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს.

6. მიღებული მასა გადაანაწილეთ ჯამებში, რომლებშიც ბანანის კუბებია მოთავსებული და შეინახეთ მაცივარში.

7. წვრილად დახეხეთ შოკოლადის ფილა და ზემოდან მოაყარეთ ჟელეს.

გემრიელად მიირთვით!