დაიმახსოვრეთ! თუ ბლინებს კეფირით ამზადებთ, იგი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. თუ ცივ კეფირს გამოიყენებთ, ბლინები არ იქნება ფუმფულა და რბილი. მეორე ხრიკი-ბლინის ცომი აუცილებლად უნდა “დაასვენოთ” 15 წუთით. არასოდეს მოურიოთ ბლინის ცომს გამოცხობამდე, ეს არასწორი ქმედებაა. და ბოლოს, მოამზადეთ ბლინები საშუალო ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაზე და როგორც კი შენიშნავთ ბუშტუკებს, მაშინვე გადაატრიალეთ ბლინი.
ჩვეულებრივ, იმისათვის, რომ ბლინები მაღალი და ფუმფულა გამოვიდეს, ჩვენ მას ვუმატებთ სოდას ან საფუარს. მისი მომზადება კეფირითაცაა შესაძლებელი.
უბრალოდ დაუმატეთ ცომს სულ ცოტა გაზიანი სასმელი “Sprite” და იგი 1000-ჯერ უკეთესი გამოგივათ. ბლინები გაცილებით ფუმფულა, გემრიელი, არომატული იქნება.
როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ბლინები
ინგრედიენტები
- 0,5 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 120 გრ კარაქი
- 0,5 ჭიქა არაჟანი
- 1 ჭიქა “Sprite”
მომზადების წესი
1. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.
2. დაუმატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი და “Sprite”.
3. კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, რათა ცომი გამოვიდეს რბილი და ჰაეროვანი, მაგრამ არა წებოვანი. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ მეტი ფქვილი. მოათავსეთ ცომი მაგიდაზე და კარგად გაიყვანეთ.
4. ცომი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
5. ბლინები შეწვით ზეთში.
6. ფუმფულა ბლინები საფუარის გარეშე მზადაა!
აუცილებლად სცადეთ ამ რეცეპტით ბლინების მომზადება და არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება.