დღეს ჩვენ სვაროდიას ორცხობილით 15 წუთში მოვამზადებთ გასაოცარ დესერტს.
ბისკვიტისებური ორცხობილა “ქალის თითები”, ეს ორცხობილა მაღაზიებში ხშირად არ იყიდება, ამიტომაც მას ჩვენით მოვამზადებთ.
ინგრედიენტები
- 200გ ორცხობილა (24 ცალი)
- 250მლ ნაღები 33%
- 250გ მასკარპონე
- 100გ შაქრის ფხვნილი
- 2 სუფრის კოვზი კაკაო
- 250მლ ცივი ხსნადი ყავა
მომზადება
1.მოამზადეთ ყავა. თუ ბავშვებისთვის ამზადებთ, ეს ინგრედიენტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კაკაოთი.
2.ჯამში მოათავსეთ მასკარპონე, ნაღები და შაქრის ფხვნილი.
3.ათქვიფეთ კრემი.
4.მოამზადეთ ტორტის შესაბამისი ფორმა. ჩაასხით ყავა ჯამში და ამოავლეთ ორცხობილა.
5.ამოავლეთ 8 ორცხობილა ყავაში და მოათავსეთ ფორმაში.
6.კრემი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში. წაუსვით ორცხობილას.
7.კრემის ზემოდან გადაანაწილეთ ორცხობილები. მე სამი ფენა გამომივიდა.
8.მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.
9.ტორტი 2-3 საათი მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!