დღეს ჩვენ ისეთ საოცარ დესერტს მოვამზადებთ, რომ ყველას მარტივად გააოცებთ.
მე ამ დესერტს სადღესასწაულოდ ძალიან ხსირად ვამზადებ, ჩემს მეუღლესაც გამოვუცხვე დაბადების დღეზე.
ინგრედიენტები
- 300გ კარაქი
- 200გ მარგარინი
- 6 კვერცხი
- 3,5 ჭიქა შაქარი
- 500გ თაფლი
- 3 ჩაის კოვზი სოდა
- 8-10 ჭიქა ფქვილი
- 1800გ ცხიმიანი არაჟანი
- 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
- 1 სუფრის კოვზი ცხელი წყალი
- 25გ ნაღების შემადედებელი
- ნიგოზი
მომზადება
1.დიდი ქვაბი დადგით ცეცხლზე, მასში გაალღვეთ თაფლი, მარგარინი და კარაქი. დაუმატეთ სოდა და ათქვიფეთ მიქსერით. გადმოიტანეთ ცეცხლიდან ქვაბი. დაუმატეთ კვერცხი და 0,5 ჭიქა შაქარი. გააგრძელეთ თქვეფა.
2.მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და შეასქელეთ. მოზილეთ ცომი, გაყავით 20-24 ბურთულად, ეს რეოდენობა კორჟების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
3.თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ, გაათანაბრეთ და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 5 წუთი. მოჭრილი ნაწილებიც გამოაცხეთ.
4.ყავას დაასხით ცხელი წყალი. დაუმატეთ შაქარი, შემადედებელი, არჟანი. ათქვიფეთ მიქსერით.
5.ააწყეთ ტორტი, გარედანაც დაფარეთ კრემით.
6.დაფხვენით კორჟის ნაწილები და მოაყარეთ დესერტს ნიგოზთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!