მეგობარმა მიამბო, რომ მისმა მეუღლემ სახლში წარმოუდგენლად გემრიელი ტორტის ნაჭერი მოიტანა. კითხვაზე, თუ სად ნახა, უპასუხა, რომ თანამშრომელმა დაბადების დღის აღსანიშნად მოიტანა. ამ საწყალს რეცეპტის მოპოვება მოუწია. აღმოჩნდა, რომ სახლში მომზადებული ტორტია ორცხობილით და პუდინგით. კიდევ უფრო გასაკვირია დესერტის სახელი „პასტორის ნუგეში“. ეკლესიის მსახურებიც ადამიანები არიან და საკუთარ თავს სასიამოვნო წვრილმანებით ანებივრებენ.
ტორტი მარტივად მზადდება. მსუბუქი კაპუჩინოს შეფერილობის პუდინგის მასის, შოკოლადის ორცხობილისა და კაკლის ნაფშვენისგან შედგება. ცომის მომზადება საჭირო არაა. პუდინგს გასამაგრებლად დრო სჭირდება. ზამთარში გამაგრების პროცესი ჩქარდება, უბრალოდ კრემი აივანზე გაიტანეთ. თუ გაჟღენთვის დროს არ ჩავთვლით, მომზადებაზე 30 წუთზე ნაკლებს დახარჯავთ.
ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე
- 30 გ ბრინჯის ფქვილი
- 150 გ შაქარი
- 5 ს/კ კაპუჩინო
- 450 გ კაკაოს ორცხობილა
- 30 გ ხორბლის ფქვილი
- 120 გ ნაღების პუდინგი
- 200 გ კარაქი
- 80 გ ნიგოზი
მომზადების წესი:
1. ღრმა ქვაბში 800 მლ რძე ჩაასხით, შაქარი და კაპუჩინო დაუმატეთ, ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. დარჩენილი რძე ფქვილთან და პუდინგთან ერთად ათქვიფეთ.
2. მზა ნარევი ცხელ რძეს წვრილ–წვრილად დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ. მორევა გააგრძელეთ, სანამ მასა გასქელდება. ცხელ პუდინგს პარკი დააფარეთ და გაგრილება აცადეთ.
3. ოთახის ტემპერატურის კარაქი მიქსერით ათქვიფეთ. გაგრილებული პუდინგი ულუფებად დაუმატეთ და მუდმივად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან კრემს მიიღებთ.
4. 24×24 სმ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ფორმის ძირში ორცხობილები დააწყვეთ და დიდი კოვზი კრემი წაუსვით. ფენები მონაცვლეობით დაუმატეთ, სანამ ინგრედიენტები არ დამთავრდება. დაახლოებით 5 ფენა ორცხობილა უნდა გამოვიდეს. ბოლო ფენა პუდინგის მასა უნდა იყოს.
5. კაკალი მშრალ ტაფაზე შეწვით, დანით დააქუცმაცეთ და ტორტს ზემოდან მოაყარეთ. დესერტი 4-5 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.
მაღალი ტორტი გააკეთეთ. მრავალფენიანი ტორტი უფრო ეფექტურად გამოიყურება. თუ ასეთ შეუდარებელ დესერტს მაგიდაზე არომატულ ჩაისთან ერთად გაიტანთ, არა მხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ სხვებსაც ნუგეშს მოგვრის.