ტორტი ორცხობილისგან, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

1744

ტორტის გამოცობა გინდათ, მაგრამ ღუმელი გაგიფუჭდათ? ჩვენ ასეთი სიტუაციისთვის იდეალური გამოსავალი მოვძებნეთ. ტორტი გამოცხობის გარეშე – ძალიან კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც უყვარ და არ ეშინია ექსპერიმენტების.

ხმელი გარგარის და შავი ქლიავი დამსახურებით ეს ტორიტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა, ხოლო ვანილის ორცხობილ მას საოცარ არომატს სძენს. მის შემადგენლობაში შედის ძალიან პატარა რაოდენობით შაქარი, რაც ძალიან მახარებს. მის გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხილი და კაკალი.

ინგერდიენტები

  • ორცხობილა 200გ
  • შავი ქლიავი 80გ
  • ხმელი გარგარი 80გ
  • ნიგოზი 80გ
  • შავი შოკოლადი 120გ
  • კარაქი 85გ
  • ხაჭო 360გ
  • არაჟანი 250გ
  • შაქარი 80გ
  • ვანილი 30გ
  • ჟელატინი 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 3 უფრის კოვზი
  • რძე 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.დააბლენდერეთ ორცხობილა, ხმელი გარგარი და ნიგოზი წვრილად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიშიანი ორცხობილაც.

2.70გ კარაქს დაუმატეთ 70გ შოკოლადი. მასა გაალღვეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურში.

3.დაბლენდერებულ მასას დაუმატეთ გამღვალი შოკოლადი და კარგად მოურიეთ.

4.კრემისთვის არაჟანს დაუმატეთ შაქარი და დატოვეთ 1 წუთით, რათა შაქარმა მოასწორს მთლიანად გალღვობა.

5.ცალკე ჯამში მოათავსეთ ჟელატინი და დაასხით წყალი, დატოვეთ ამოსაფუებლად.

6.არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ 2-3 წუთი, დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

7.ამოფუებული ჟელატინი მიკროტალღურში გაალღვეთ.

8.ჟელატინს დაუმატეთ 2-3 კოვზი კრემი და მოურიეთ, ათქვიფეთ მიქსერით, მიღებულ მასას დაუმატეთ დარჩენილი კრემი. მასა მიიყვანეთ ერთგვაროვენებამდე.

9.ფორმა ამოფინეთ საკვებისთვის განკუთვნილი პაკეტით.

10.ტორტი მოათავსეთ ფირფიტებად: 1 ფენა ფხვიერი მასა, ხოლო 2 ფენა კრემი. ბოლო ფენა აუცილებლად ფხვიერი უნდა იყოს.

11.ტორტს ზემოდან გადააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

12.მინანქარი აუცილებლად მეორე დღეს მოამზადეთ, როცა ტორტში კარგად იქნება გამჯდარი გემოები. მინანქრისთვის 50გ შოკოლადს დაუმატეთ 15გ კარაქი და 2 სუფრის კოვზი რძე. მიღებული მასა გაალღევეთ მიკროტალღურში ან ორთქლის აბაზანაზე.

13.ტორტს მოასხით შოკოლადის მინანქარი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი, რათა ტორტმა კარგად შეიწოვოს შოკოლადი.

14.ტორტი ამოიღეთ ფორმიდან და გადაიტანეთ თეფშზე.

ტორტს სჭირდება გარკვეული დრო, რათა ყველა ინგრედიენტის გემო მაში მჭიდორდ გაჯდეს, მაგრამ მერწმუნეთ ლოდინი ამად ღირს. არჟნისა და ხაჭოს კრემი ძალიან უხდება შოკოლადის ფქვიერ მასას, ხოლო მწარე შოკოლადი ამ ტორტს აძლევს სასიამოვნოდ პიკანტურ გემოს. გემრიელად მიირთვით!