დღეს ჩვენი რედაქცია უგემრიელი ტორტის “ნაპოლეონის” რეცეპტს გაგიზიარებთ. ეს დესერტი ძალიან ცნობილი და სახელგანთქმულია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერ დიასახლის შეუძლია მისი მომზადება მარტივად და სწრაფად.
როგორ მოვამზადოთ “ნაპოლეონი” სახლის პირობებში
ინგრედიენტები კრემისთვის
- 150გ შაქარი
- 60გ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 500მლ რძე
- 2 კვერცხი
- 500მლ რძე
- 80გ კარაქი ოთახის ტემპერატურის
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი ან ვანილი
ინგრედიენტები კორჟებისთვის
- 500გ გაცრილი ფქვილი
- 300მლ ცხელი წყალი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
დამატებით
- 7-8 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 100-120გ კარაქი
მომზადება
- პირველ რიგში დავიწყოთ კრემის მომზადება. ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ რძეს და მოათავსეთ ცეცხლზე. წამოადუღეთ: არ დაგავიწყდეთ მორევა, რათა არ დაიწვას. ამასობაში ფქვილს დავუმატოთ შაქარი, კვერცხი და კარგად მოურიეთ. წამოდუღებულ რძეს ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცის მასა და მოურიეთ.
2. მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, რათა არ დაიწვას. მასის შესქელების თანავე გადმოიტანეთ ცეცხლიდან – ჩვენი კრემი მზად არის. კრემი მოათავსეთ ჯამში, და გადააფარეთ ხელსახოცი, მოათავსეთ მაცივარში.
3.ახლა კი დავიწყოთ კორჟების მომზადება. ცხელ წყალს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოასხით ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და მოზილეთ ცომი. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით სამ ნაწილად.
4.პირველი ნაჭერი გააბრტყელეთ. ცომი მოათავსეთ ცხიმ წასმულ თეფშზე. ზემოდან მოასხით ზეთი და დაადეთ მეორე ფენა. მოასხით ზეთი და კიდევ ერთი ფენა დაადეთ ზემოდან. დააფარეთ ხელსახოცი, დატოვეთ 20-25 წუთი.
5. აიღეთ 100გრ კარაქი ცომზე გადასასმელად, ასევე დაგჭირდებათ სახამებელი. მაგიდაზე დაასხით ცოტა ზეთი და გააპრტყელეთ ცომი, აუცილებლად გააბრტყელეთ თითო-თითოდ. აიღეთ 30-40 გრ კარაქი და წაუსვით ცომს, ცომი უნდა გამოგივიდეთ ძალიან თხელი. მოაყარეთ სახამებელი დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი.
6. ცომი დაახვიეთ რულეტისებურად და კუთხეები დაუმუშავეთ კარაქით. დატოვეთ 10 წუთი. ამასობაში დანარჩენი ნაწილებიც იდენტურად გააპრტყელეთ. დაიწყეთ ყველა ფენის გაპრტყელება, თვითოეული ფენა რიგ-რიგობით გადაფინეთ ამობრუნებულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაცხეთ 25 წუთი.
7. კრემი გამოიღეთ მაცივრიდან და დაუმატეთ კარაქი. მასა ათქვიფეთ მიქსერით. ფირფიტები გაუთანაბრეთ ერთმანეთშ ზედმეტი ნაწილები დაფხვენით. კორჟებს წაუსვით კრემი და ააწყეთ ტორტი. მოაყარეთ დაფხვნილი კორჟი და დაელოდეთ დილამდე.
გემრიელად მიირთვით!