ეს რეცეპტი თანამედროვე რეცეპტებთან შედარებით საკმაოდ მარტივია, მაგრამ მისი წყალობიტ ტორტი უფრო გემრიელი და დახვეწილი გამოდის.
ამ ტორტის რეცეპტმა დროის გამოცდას გაუძლო და მაინც არ დაკრგა აქტუალურობა.
ინგრედიენტები
კორჟისთვის
- ხორბლის ფქვილი 500მლ
- კარაქი 250გ
- ძმარი 9% 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- ცივი წყალი 150მლ
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
კრემისთვის
- რძე 1ლ
- შაქარი 1 ჭიქა
- ხორბლის ფქვილი 70გ
- კარაქი 200გ
- კვერცხი 2 ცალი
- ვანილი
მოსაყრელად
- შაქრის ფხვნილი
მომზადება
1.ჭიქაში ჩაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ მარილი და ძმარი. მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში.
2.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით.
3.კარაქი ამოავლეთ ფქვილში და მასშივე ჩახეხეთ.
4.შიგადაშიგ, ხეხვისას კარაქი ამოავლეთ ფქვილში.
5.ძმრიან წყალში ჩატეხეთ კვერცხი, კარგად მოურიეთ.
6.ფქვილიან კარაქს კარგად მოურიეთ, დაამრგვალეთ და ცენტრში გაუკეთეთ ჩაღრმავება.
7.ჩაღრმავებაში ჩაასიხთ კვერცხის მასა და მოზილეთ ცომი.
8.ცომი მოზილეთ ნაზად, რათა კარაქის ნაჭრები ძალიან არ დაზიანდეს.
9.ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით თანაბარ ნაჭრებად.
10.დააბურთავეთ ცომის ნაჭრები, მოათავსეთ პაკეტში და 30 წუთი შეინახეთ მაცივარში.
11.გამოიტანეთ ცომი მაცივრიდან, ფქვილით დამუშავებულ ქაღალდზე გააბრტყელეთ მრგვლად და თხლად.
12.მაცივრიდან 2-2 ცომის ბურთულა გამოიტანეთ, რათა არ გალღვეს.
13.გაბრტყელებული ცომი ქაღალდიანად მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
14.რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
15.სანამ ცხვება ერთიფირფიტა, მანამდე გააბრტყელეთ მეორე.
16.გამოაცვხეთ 200 გრადუსზე.
17.მზა ფირფიტა ამოჭერით მგვლად.
18.ფირფიტის ნაჭრები შეინახეთ დეკორისთვის. მე გამომივიდა 10 ფირფიტა.
19.მოვამზადოთ კრემი. ქვაბში მოათავსეთ რძე და ჩატეხეთ კვერცხი.
20.დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ფქვილი. ხრლის სათქვეფით ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
21.შემდეგ დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ შესქელებამდე.
22.როცა კრემი შესქელდება, დაუმატეთ კარაქი და კარგად ატქვიფეთ.
23.მზა კრემი გააგრილეთ (ქვაბი მოათავსეთ ცივ წყალში).
24.გაგრილების პროცესში, დააფარეთ პაკეტი ისე, რომ ის ეხებოდეს კრემის ზედაპირს.
25.ავაწყოთ ტორტი. თეფშზე მოათავსეთ პირველი კორჟი და წაუსვით კრემი (ჩემს შემტხვევაში, ერთ ფირფიტას წავუსვუ 3 სუფრის კოვზი კრემი).
26.შემდეგ შემდეგი კორჟი. და ასეთი მეთოდით ააწყვეთ მთელი ტორტი. მის გვერდებსა და ზედაპირსაც აუსვით კრემი.
27.ფირფიტების ნარჩენები დაფხვენით და მოაყარეთ ტორტს ზემოდან და გვერდიდან.
28.ასევე ზემოსან მოაყარეთ საქრის ფხვნილი და მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!