არის მომენტები, როცა რთულ რეცეპტებტან შეჭიდება ძალიან გვეზარება. ასევე ძალიან გვინდება ტკბილი, მაგრამ ვუფრთხილდებით ფიგურას. ტორტი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა ასეთ მდგომარეობაში საუკეთესო ვარიანტია.
დღეს სწორედ ასეთ ვარიანტს გთავაზობთ. ეს ტორტი ძალიან ეფექტურად გამოიყურება: ლიმონის ჟელე კარამელიზირებული ქოქოსის ქვეშ. ეს გემო ყველას თავს მოაწონებს.
ინგრედიენტები
- ორცხობილა 100გ
- ლიმონის ჟელე 2ცალი
- ხაჭო 500გ
- შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
- ვანილი 10გ
- არაჟანი 250გ
- კარაქი 35გ
- შაქარი 35გ
- გახეხილი ქოქოსი 70გ
მომზადება
1.ლიმონის ჟელე გაალღვეთ ცხელ წყალში და დაელოდეთ მის ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებას. ხაჭო ათქვიფეთ კრემოვენი მასის მიღებამდე, ხოლო არაჯანი ვანილთან და შაქართან ერთად ამოაქაფეთ. შემდეგ არაჟნის მასას კოვზით დაუმატეთ ხაჭოს მასა და კარგად ათქვიფეთ.
2.გაგრილებული ჟელე ნელ-ნელა შეიყვანეთ ხაჭოსა და არაჟნის მასაში, თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე.
3.ფორმა ამოფინეთ პაკეტით მასზე მოათავსეთ ორცხობილა და ზემოდან ხაჭოს მასა. ტაფაზე გაალღვეთ გარაქი, დაუმატეთ შაქარი და ქოქოსი. კარგად მოთუშეთ, გააგრილეთ.
4.ზორტს ზემოდან მოაყარეთ მოტუშული ქოქოსი და მოათავსეთ მაცივარში.
თუ არ გიყვართ ქოქოსი, მაშინ გამოიყენეთ გახეხილი შოკოლადი, თხილი, ნიგოზი ან დაფქვნილი ორცხობილა. ასეთი დესერტი ნამდვილად გამოგიკეთებთ განწყობას.