ტორტი ეკლერი ცხობის გარეშე – დესერტი, რომელიც გაათბობს თქვენს გულს

1740

რეცეპტი ძალიან მარტივია, ხოლო შედეგი საოცრად გემრიელი.

ამ დესერტის მოსამზადებლად დაგვჭირდება თქვენი საყვარელი ორცხობილა.

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 450გ
  • რძე 520მლ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • შაქარი 7 სუფრის კოვზი
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ
  • სახამებელი 2,5 სუფრის კოვზი
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. კრემისთვის მოვამზადოთ ვანილის პუდინგი. ამისათვის 500მლ რძე გაყავით ორად. ერთი ნაწილი დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ.
  2. მეორე ნაწილს დაუმატეთ სახამებელი, 3 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხის გული. ათქვიფეთ მასა და ჩაასხით ადუღებული რძე. დაელოდეთ მასის გასქელებას. გააგრილეთ პუდინგი.
  3. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. ფენებად დაალაგეთ ორცხობილა და კრემი. ბოლო ფენა უნდა იყოს ორცხობილა.
  4. მოვამზადოთ მინანქარი. ამისათვისთ 4 სუფრის კოვზ შაქარს დაუმატეთ კაკაო, 1 სუფრის კოვზი რძე, მოათავსეთ მასა ცეცხლზე. ადუღებისთანავე დაუმატეთ კარაქი.
  5. კარგად მოურიეთ. მოასხით მინანქარი ტორტს. მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!