დაბალანსებული სიტკბო და გემო – უგემრიელესი ბისკვიტი ნაზი კრემით. ეს უბრალოდ იდეალურია!
ინგრედიენტები
- რბილი კარაქი 150გ
- კვერცხი 3 ცალი
- შაქრის ფხვნილი 160გ
- ფქვილი 110გ
- კაკაო 40გ
- გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
კრემი
- შაქარი 170გ
- რძე 500მლ
- ლიმონი
- კარაქი 200გ
- მანანის ბურღული 90გ
მომზადება
- ბისკვიტისთვის ინგრედიენტები უნდა იყოს თანაბარი ტემპერატურის. ასე მეტად მალე ამოფუვდება.
- დარბილებული კარაქი ათქვიფეთ და ნელ-ნელა მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
- განაცალკევეთ ცილა და გული. ბოლოს ხსენებული 1-1 დაუმატეთ და მოურიეთ.
- ათქვიფეთ ცილა, მოაყარეთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი.
- მოაყარეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
- 2 ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით ცომი ფორმებში.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
- გააგრილეთ და გაჭერით 2 ნაწილად.
- რძეს დაუმატეთ მანანის ბურღული, მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე.
- დაუმატეთ შაქარი და გალღვობის შემდეგ გააგრილეთ.
- ათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ცედრა და კრემი.
- ააწყეთ დესერტი და გააფორმეთ გემოვნებით.
- შეინახეთ მაცივარში 6 საათი.
გემრიელად მიირთვით!