ტკბილი საოცრება: მოლდოვური „ბაბკა ნიაგრე“ გულს მხოლოდ ერთი შეხედვით იპყრობს

2908

ბაბკა ნიაგრე – მოლდოვური სამზარეულოს შედევრალური რეცეპტია. მას  დღესასწაულებზე ამზადებენ დიდი რაოდენობით, რადგან მოლდოვური სუფრა ურიცხვი ნათესავებისა და მეგობრების თავშეყრაა.

რეცეპტი მართლაც საოცარია ყველაფრით: მომზადების ტექნოლოგიითაც და მიღებული შედეგით. მსგავსს ვერსად შეხვდებით! მოამზადეთ დიდი ჭურჭელი ცომისთვის და გამოსაცხობადაც, რადგან ცომი დიდი მოცულობის გამოვა.

ინგრედიენტები

  • 10 კვერცხი
  • 300 გრ შაქარი
  • 200 გრ ზეთი
  • 250 გრ კეფირი
  • 500 მლ რძე
  • 25 მლ არაყი
  • 30 გრ კარაქი
  •  ს.კ. სოდა
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. საფანლი

მომზადება

1. დიდ თასში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ სოდა და შაქარი. დაასხით ცომი და მოურიეთ.

2. მიღებულ მასაში დაუმატეთ ნელნელა კეფირი, შემდეგ რძე. კარგად მოზილეთ.

3. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი,შეაზილეთ ცომს, შემდეგ დაუმატეთ არაყი. ცომი თხელი უნდა გამოვიდეს, ბლინის ცომის მაგვარი.

4. გადაასხით მასა კარაქწასმულ და საფანელ მოყრილ სქელკედლებიან საცხობ ფორმაში, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 სთ და 40 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 100 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კიდევ 1,5 საათის განმავლობაში.

ზომიერად ტკბილი, ირისის გემოს მქონე ბაბკა ნიაგრე ნამდვილად იმსახურებს კულინარიული შედევრის წოდებას. მისი საოცარი სტრუქტურა გემოს რეცეპტორებს ნამდვილ დღესასწაულს უწყობს. აუცილებლად სცადეთ და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!