ტკბილი როლები, იაპონელი შეფის რეცეპტი

808

სუში ზალიან პოპულარული კერძი, მისი მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს.დღეს ჩვენ მოვამზადებთ ტკბილ როლებს!

ბანანის როლი ალუბლით

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ბრინჯის ქაღალდი
  • 80გ ბანანი
  • 120გ ალუბალი
  • 100გ ხაჭო
  • 10გ თაფლი

მომზადება

  1. გაასუფთვეთ ბანანი და დაჭერით.
  2. ალუბალს მოაშორეთ თესლი.
  3. გაალღვეთ თაფლი და დაუმატეთ ხაჭო.
  4. ბრინჯის ქაღალდი ჩაუშვით ცხელ წყალში რამდენიმე წამით.
  5. ბრინჯის ქაღალდზე მოათავსეთ ხაჭოს მასა და ოდნავ დაპრესეთ.
  6. გადაანაწილეთ ხილი და დახხვიეთ რულეტისებურად, მოათავსეთ საყინულში 25 წუთი.

შოკოლადი როლი

ინგრედიენტები

  • 6 შოკოლადის ბლინი
  • 300გ ნაღების ყველი
  • 40გ რძიანი შოკოლადი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ვაშლი

მომზადება

  1. ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი ან დარიჩინი.
  2. გაასუფთავეთ ვაშლი, დაჭერით. გაასუფთავეთ ფორთოხალი და დაჭერით.
  3. გაალღვეთ შოკოლადი.
  4. ბლინზე მოათავსთ 1 სუფრის კოვზი ყველი. ზემოდან მოასხით შოკოლადი და გადაანაწილეთ ხილი.
  5. მიეცით როლის ფორმა.

ნაღების სუში

ინგრედიენტები

  • 4 ტკბილი ომელტი
  • 750გ ნაღების ყველი
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 1 კივი
  • 50გ ყურძენი
  • 50გ ანანასი
  • 100მლ მარწყვის სიროპი

მომზადება

  1. ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.
  2. ხილი დაჭერით წვრილად.
  3. ომლეტზე მოათავსეთ ყველის შიგთავსი, გააცხელეთ და ზემოდან მოათავსეთ ხილი.
  4. მოასხით სიროპი და გადაახვიეთ.

სუში მარმელადით

ინგრედიენტები

  • 6 თხელი ბლინი
  • 200გ ნაღების ყველი
  • 80გ შაქრის ფხვნილი
  • 100გ მარმელადი
  • მარწყვის სიროპი

მომზადება

  1. ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.
  2. დაჭერით მარმელადი და დაუმატეთ ყველს.
  3. თითოეულ ბლინზე მოათავსეთ შიგთავსი და რულეტისებურად გადაახვიეთ.
  4. დაჭერით ტკბილი რულეტი და მოასხით სიროპი.

ხილის სპრინგ-როლები

ინგრედიენტები

  • 6 ფირფიტა ბრინჯის ქაღალდი
  • 100გ მარწყვი
  • 2 კივი
  • 1 ვაშლი
  • 1 მსხალი
  • 2 ბანანი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 80გ შავი შოკოლადი
  • 50მლ ნაღები

მომზადება

  1. გარეცხეთ ხილი და დაჭერით. ცივ წყალში დაასველეთ ბრინჯის ფირფიტა.
  2. თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ ხილი და გადაახვიეთ.
  3. წყალში გახსენით თაფლი და ლიმონის წვენი.

მიირთვით სოუსთან ერთად.