ტკბილი პურის ორიგინალური რეცეპტი – ინგლისელი მზარეულის ფავორიტი ცხობილა!

702

სახლში გამომცხვარი ცხობილების მოყვარულებისთვის მოვამზადე ეს რეცეპტი.ადრე ამ პურს დიდგვაროვნები მიირთმევდნენ სასახლეებში.

ურბილესი და უფაფუკესი პური ნამდვილად გაგილამაზებთ დღეს.

ინგრედიენტები

  • 330გ ხორბლის ფქვილი
  • 30გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მშრალი რძე
  • 200მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუქრი
  • 25გ კარაქი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და მშრალი რძე.

2.დაუმატეთ რძე, 2 კვერცხის გული და საფუარი. მოზილეთ ცომი.

3.ცომს დაუმატეთ რბილი კარაქი და მოურიეთ.

4.ფქვილიან ზედაპირზე გდმოიტანეთ ცომი. დაამუშავეთ, მოათავსეთ ჯამში და დაელოდეთ ამოფუებას 15 წუთი.

5.ამასობაში რბილი კარაქი წაუსვით ფორმას.

6.ცომი მოათავსეთ ფქვილიან ზედაპირზე, ხელიც დაიფქვილიანეთ და ცომი გაყავით 8 ნაწილად.

7.თითოეული დაამრგვალეთ. ისევ დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 15 წუთი.

8.მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ.

9.დაახვიეთ რულეტისებურად და შეუკეცეთ ბოლოები. ყველა ნაწილი ამგვარად მოამზადეთ.

10.გადაიტანეთ ფორმაში და წაუსვით დარბილებული კარაქი. 40 წუთი დატოვეთ.

11.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 15-17 წუთი.

გემრიელად მიირთვით!