ამ რეცეპტის ნახვის შემდეგ არ მიყიდია მაღაზიაში ჩიტის რძე. წლების წინ ყველაზე პოპულარულ დესერტად ტორტი “ჩიტის რძე” ითვლებოდა. დრო გადის, უამრავი რამ იცვლება, მაგრამ კანფეტები “ჩიტის რძე” ჩაუნაცვლებელია!
ინგრედიენტები
- შედედებული რძე 75გ
- კარაქი 100გ
- კვერცხის ცილა 5 ცალი
- შაქარი 250გ
- წყალი 130მლ
- აგარ-აგარი 10გ
- შავი შოკოლადი 150გ
- ლიმონის მჟავა
მომზადება
1.მოამზადეთ ინგრედიენტები. კარაქი და შედედებული რძე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ხოლო კვერცხი – გრილი. ქვაბში მოათავსეთ აგარ-აგარი და მოასხით წყალი.
2.მასა მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, გააცხელეთ და ურიეთ. დაუმატეთ შაქარი. მოხარშეთ სიროფი. კონსისტენციით ის ახალ თაფლს უნდა გავდეს.
3.სიროფი უნდა შესქელდეს, გადაიტანეთ ცეცხლიდან. ამ დროს ათქვიფეთ ცილა მწიკვ ლიმონის მჟავასთან ერთად.
4.ატქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცილა და სიროფი ერთ დროს უნდა მოამზადოთ. მზა სიროფი დაუმატეთ ცილას, არ შეწყვიტოთ მორევა.
5.თქვენ უნდა გამოგივიდეთ სქელი და ამოფუებული მასა. რბილი კარაქი ცალკე ათქვიფეთ 3 წუთი.
6.ნელ-ნელა დაუმატეთ ცილა კრემის მასას.
7.კრემს მოასხით სუფლე. გაგრილებული სუფლე დაჭერით ოთხკუთხედად.
გემრიელად მიირთვით!