დღეს ძალიან მოდურია ნამცხვრებზე ტოპინგების მოსხმა. საუკეთესო ფრანგულ რესტორნებში თქვეფენ ნაღებს, ამზადებენ განაშს და ამ “სოუსის” მომზადებაზე ზრუნავენ. შესაბამისად, მსგავსი დესერტი იაფი არ ღირს. მაგრამ მისი მომზადება შინაურ პირობებშიც არის შესაძლებელი. დღეს ჩვენ გთავაზობთ გარგარის ნამცხვარს სახელად “ტაფამწვარი”.
დიახ, ნამცხვარი მართლაც ჰგავს კვერცხის ტაფამწვარს, თუმცა ცილის ნაცვლად აქ შაქრის პუდრის მინანქარს, ხოლო გულის ნაცვლად – ლამაზ დაკონსერვებულ გარგარს ვიყენებთ. ულამაზესი კომპოზიცია გამოდის!
ინგრედიენტები
- 100 გრ კარაქი
- 80 გრ შაქარი
- 1 ც ბანანი
- 10 გრ რძე
- 800 გრ დაკონსერვებული გარგარი
- 30 მლ ლიმონის წვენი
- 250 გრ ფქვილი
- 120 გრ შაქრის პუდრი
მომზადება
1. მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან.
2. დაამატეთ რძე, დაჭყლეტილი ბანანი და განაგრძეთ ათქვეფვა. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
3. გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით ჭიქით წრეები (6 სმ დიამეტრის).
4. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნაწარმი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. გადმოალაგეთ ცომეული გამოცხობიდან 10 წუთის მერე.
5. დაალაგეთ შუაზე გაჭრილი გარგრები ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი სითხის ამოსაშრობად.
6. მოამზადეთ მინანქარი: ათქვიფეთ ლიმონის წვენი და შაქრის პუდრი მიქსერით. წაუსვით ნამცხვრებს და ზემოდან დაალაგეთ გარგარი.
ნამცხვარი “ტაფამწვარი” – ხრაშუნა ფენის, ტკბილ-მჟავე მინანქრისა და არომატული გარგარის ნაზავია. იგრძენით თავი ნამდვილ ფრანგ კონდიტრად, გააოცეთ სტუმრები და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!