ბევრი თავს არიდებს საფუარიან ცომს. დიდი დრო მიაქვს მის მოზელვას და ამოფუებას. ამ რეცეპტის დამსახურებით კი ყველაფერი ძაიან მარტივია. ასასოდეს არ მომიმზადებია ფუნთუშები ცომისგან ასე სწრაფად.
შიგთავსი შეგიძლიათ აირჩიოთ გემოვნებით. ცომი სამუშაოდ ძალიან კომფორტულია.
ინგრედიენტები
- კარაქი 245გ
- რძე 250მლ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- საფუარი 11გ
- ხორბლის ფქვილი 500გ
- კვერცხი 4 ცალი
- მწვანე ხახვი 180გ
მომზადება
1.მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად. დააქუცმაცეთ ხახვი. გაალღვეთ 45გ კარაქი. დაუმატეთ კვერცხი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი და მწვანილი. კარგად მოურიეთ. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
2.გაალღვეთ დარჩენილი კარაქი, სანამ ცხელია მოასხით ცივი რძე და მოურიეთ. მოაყარეთ შაქარი, 0,35 ჩაის კოვზი მარილი და საფუარი. მოურიეთ და დატოვეთ თბილ ღუმელთან 5 წუთი.
3.მასა გადაასხით ფართე ჭურჭელში. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მოურიეთ კოვზით. ცომი გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე და მოზილეთ. ის უნდა იყოს რბილი, მაგრამ არა წებოვანი.
4.ცომი გაყავით 6 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ თხლად დაახლოებით 45 25სმ. მოათავსეთ შიგთავსი და დაახვიეთ რლეტისებურად.
5.გაყავით ფუნთუშებად, გამოაცხეთ 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!