მაღაზიაში მზა ფენოვანი ცომის შეძენა ძალიან გვეხმარება დროის დაზოგვაში.
ხაჭაპური ფენოვანი ცომისგან 10 წუთში.
ინგრედიენტები
- ფნოვანი ცომი
- მარილიანი ყველი 100გ
- კამა
- გამოსაცხობი ქაღალდი
მომზადება
- სანამ ფენოვანი ცომი ლღვება, გახეხეთ ყველი და დაჭერით მწვანილი. ცალკე ჯამში ყველს დაუმატეთ კამა და გაყავით 2 ნაწილად.
- ცომი გაყავით 2 ნაწილად. ნახევარი გააბრტყელეთ, მიეცით ოთხკუთხედი ფორმა.
- ცომის კუთხეში მოათავსეთ შიგთავსი, ცომი გადაკეცედ შუაზე, კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
- გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, მოათავსეთ 2 ხაჭაპური და გამოაცხვეთ 5 წუთი.
- გადააბრუნეთ ხაჭაპური და გამოაცხვეთ კიდევ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!