ამ კერძის ყველაზე საუკეთესო თვისება მარტივად მზადებადი ცომია. სადღესასწაულოდ ყოველთვის ვამზადებ, ბავშვები უბრალოდ გიჟდებიან. ფორმა, ზომა და გულსართი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ინგრედიენტები
- ფენოვანი უსაფუარო ცომი 500გ
- ყველი 100გ
- ძეხვი 200გ
- კეჩუპი და მარილი
მომზადება
1.გაალღვეთ ცომი. გახეხეთ ყველი, დაჭერით ძეხვი.
2.სამუშაო მაგიდაზე მოაპნიეთ ფქვილი და მასზე მოათავსეთ ცომი. გააბრტყელეთ.
3.წაუსვით კეტჩუპი, მოაყარეთ ყველი და ძეხვი.
4.დაახვიეთ რულეტისებურად.
5.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!