სწრაფად მზადებადი პური – საუკეთესო ვარიანტი, როცა გეჩქარებათ.

923

როცა გეჩქარებათ და თან გშიათ, უცებ აზრად სენდვიჩები მოგთდით, მაგრამ დამეთანხმებით რომ სულ ერთიდაიგივე ძალიან მოსაბეზრებელია.

დღეს ჩვენ სწრაფი კერძის საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • 1 პური (უმჯობესია დაძველებული)
  • 250გ გათლილი პომიდორი მისივე წვენში
  • 250გ ქამა სოკო
  • 2 კბილი ნიორი
  • კამა
  • 200გ ყველი
  • 5-6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით სოკო და შეწვით 2-3 კოვზ ზეთში დაახლოებით 5 წუთი.

2.დაუმატეთ ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოთუშეთ ერთად.

3.გადაასხით პომიდვრის წვენი და დაჭერით.

4.პური დაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

5.პურს მოასხით ცოტა ზეთი, ამოავსეთ სოკოთი და პომიდვრით, მოაყარეთ ყველი.

6.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!