სწორედ ის თაფლაკვერები, რომლებიც ბავშვობაში ძალიან გვიყვარდა

3745

არ იცით, რა გამოაცხოთ ჩაისთან მისაყოლებლად? მოიძიეთ ცოტაოდენი თაფლი, კვერცხი და კეფირი, დღეს ჩვენ მოვამზადებთ ტკბილეულობას, რომლის გემოც ბავშვობიდან კარგად გვახსოვს – სურნელოვან თაფლაკვერებს ცილის მინანქრით.

ამ მარტივი ნამცხვრის მომზადებას ახალბედა დიასახლისიც დასძლევს. რბილი თაფლაკვერა ჰაეროვანი გამოდის კეფირის წყალობით, ამასთან მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები

  • 350 მლ კეფირი
  • 275 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხის ცილა
  • 2 ც კვერცხის გული
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოდა

მომზადება

  1. ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა, 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. თაფლი და 1 ჭიქა შაქარი. დაუმატეთ ზეთი, კეფირი და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
  2. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ სოდა, მოზილეთ ცომი და გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე. ჭიქის მეშვეობით ამოჭერით ფორმები. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ ნაწარმი 1-2 სმ დაშორებით. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
  3. სანამ თაფლაკვერა ცხვება, მოამზადეთ შაქრის მინანქარი. ათქვიფეთ 3 კოვზი შაქარი და კვერცხის ცილა. მასა თხევადი უნდა იყოს, ასე რომ დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო.
  4. გამოიღეთ თაფლაკვერები და წაუსვით მინანქარი. შედგით ღუმელში კიდევ 10 წუთით. მზა თაფლაკვერები გააცივეთ.

თაფლაკვერები დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს. ძალიან ნაზი და არომატული დესერტი გამოგივათ. მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.