სტაფილოს წვნიანის რეცეპტი ნივრით

3402
სტაფილოს წვნიანის რეცეპტი ნივრით
სტაფილოს წვნიანის რეცეპტი ნივრით

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ევროპაში ვმოგზაურობდით და ერთი დღით მიუნხენში გავჩერდით, სადაც პატარა რესტორანში სადილის მირთმევა გადავწყვიტეთ. რესტორნაში სუპ-პიურე შევუკვეთე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი გემრიელი იყო. მდიდარი გემო და ზემოდან ნივრით მორთული…ეს უბრალოდ გასაოცარი იყო. ჩემი დაქალი შთაბეჭდილების ქვეშ იყო.

ჩემი მეგობარი გერმანულ ენას თავისუფლად ფლობს, ამიტომ ცოტა გამბედაობა მოიკრიბა და მზარეულს რეცეპტი სთხოვა. მას შემდეგ მუდმივად ამ წვნიანს ვამზადებთ. თითქმის მსგავსი გემოს გამეორება შევძელით. თქვენც გამოგივათ! დრეს გემრიელი სტაფილოს კრემ-პიურეს რეცეპტს გასწავლით.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ქათამი (ბულიონისთვის)
  • 1 კგ სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 50 გრ ოხრახუში
  • 7 სმ კოჭის ფესვები
  • ნიორი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.თავდაპირველად ქათმის ბულიონი უნდა მოამზადოთ. მე, როგორც წესი, მთელ ქათამს ვიღებ, შემდეგ უკვე ვანაწილებ ბულიონისთვის და სხვა კერძებისთვის. ქათამს წყალი დაასხით, ბარდა, დაფნის ფოთოლი დაამატეთ და გაზზე შემოდგით. მოხარშეთ დაახლოებით ნახევარი საათით.

2.სანამ ბულიონი მზადდება, დანარჩენი ინგრედიენტები მოამზადეთ. ასევე დაჭერით სტაფილო, ხახვი და კოჭა. როცა ბულიონი მზად იქნება, გადაწურეთ. ყველაფერი რაც საწურზე არის, ჩვენ არ გვჭირდება. სტაფილოს ბულიონი დაასხით და მოსახარშად გაზზე დადგით.

3.ნივრის მოსართავის მზადება დაიწყეთ. ოხრახუში და ნიორი დაჭერით და ზეითუნის ზეთში 10 წუთით მოთუშეთ. შემდეგ დააბლენდერეთ და ცოტა ზეითუნის ზეთი და მარილი დაუმატეთ.

4.როცა სტაფილო კარგად მოიხარშება, კოჭა და ხახვი დაუმატეთ. მოხარშვა გააგრძელეთ. მას შემდეგ, რაც სტაფილო მზად იქნება, ყველაფერი დააბლენდერეთ და ოდნავ გაგრილება აცადეთ. აი, წვნიანიც მზად არის, თეფშებზე გადაანაწილეთ და ზემოდან ნივრის მოსართავი მოაყარეთ. შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ!

ძალიან დელიკატური და გემრიელი წვნიანი გამოგივათ, თითქმის ისეთი, როგორც რესტორანში. შეგიძლიათ დღესასწაულებზეც მოამზადოთ, ზემოდან მწვანილით ან სუხარით მორთეთ.

სტაფილოს წვნიანი უნიკალური რამ არის. იცით თუ არა, ტომ 1908 წელს ერნსტ მორომ ათასობით ბავშვის სიცოცხლე სტაფილოს წვნიანის დახმარებით გადაარჩინა?

რეცეპტი მოგეწონათ? მაშინ მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.