სპაგეტი – იტალიური მაკარონის, ანუ პასტას ნაირსახეობაა, წვრილი გრძელი ძაფები, რომელთა სიგრძე ხანდახან ნახევარ მეტრსაც აღწევს. დღეს სწორედ სპაგეტისგან მოვამზადებთ უგემრიელეს კერძს.
ინგრედიენტები:
- 3 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა
- 400 გ გაფცქვნილი დაკონსერვებული პამიდორი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 3 თავი ხახვი
- 1 ცალი სტაფილო
- 0,5 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
- 1 ს.კ. გამშრალი რეჰანი
- 100-150 გ კიბორჩხალას ჩხირები
- 300-400 გ სპაგეტი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი, წიწაკა
მომზადების წესი:
- ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და გააგრძელეთ შუშვა. 5 წუთში დააყარეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, პომიდორი და ცეცხლს დავუწიოთ. 5 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დაასხით ღვინო, დააყარეთ დაჭრილი კიბორჩხალას ჩხირები და შეანელეთ სანელებლებით. 3-4 წუთში ბოსტნეული მზად იქნება.
- სპაგეტი მდუღარე მარილწყალში მოხარშეთ, გადაწურეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი და სუფრასთან მიიტანეთ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.
- მემარხულეებს შეუძლიათ ეს კერძი კიბორჩხალას ჩხირების გარეშე მოამზადონ.