სოსისი და ყველი ეს არის ორი ინგრედიენტი, რომლის შერწყმაც ქმნის საუცხოო კერძს

1827

ჩვენ ადრეც გაგიზიარეთ კარტოფილის მობრაწულას რეცეპტი. ამ რეცეპტმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა დიასახლისებს შორის, რადგან მისი მომზადება მარტივია და ინგრედიენტებიც ძალიან იაფია, ხოლო შედეგად თქვენ იღებთ სრულყოფილ კერძს. ჩვენ ვიპოვეთ მსგავსი რეცეპტი, რომელიც წინასთან შედარებით უფრო მარივად მზადდება.

კარტოფილის მობრაწულა სოსისით, გადახვეული ყველში, რომელიც მზადდება მულტისახარშ ქვაბში – ეს არის მარტივი გადაწყვეტილება მათთვის ვისაც დროის პრობლემა აქვს. მართლაც, კარტოფილის გახეხვა მასში სოსისის დამალვა და ქვაბში მოთავსება უმარტივესია. თქვენ გაქვთ საშუალება ეს შეამოწმოთ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 850გ
  • რძიანი სოსისი 8 ცალი
  • ყველი გაუდა 200გ
  • ხორბლის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • კარაქი გემოვნებით
  • არაჟანი გემოვნებით

მომზადება

1.ყველი დაჭერით თხელ კუბიკებად, სოსისს მოაშორეთ აპკი. თითოეული სოსისი შეახვიეთ ყველში, დაალაგეთ თეფშზე. გაუდას ჩანაცვლება მდნარი ყველითაც შეგიძლიათ.

2.გაასუფთვეთ კარტოფილი, გარეცხეთ და მსხვილად გახეხეთ. მას დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და სანელებლები თქვენი გემოვნებით. კარგად მოურიეთ მასას.

3.მულტისახარში ქვაბი დაამუშავეთ კარაქით, მოათავსეთ მასში კარტოფილის ნახევარი. ზემოდან დაალაგეთ ყველში გახვეული სოსისი. შემდეგ ბოლო ფენად დაალაგეთ კარტოფილის დარჩენილი ნაწილი.

4.მულტისახარშს დააფარეთ თავზე, აირჩიეთ რეჟიმი “ცხობა” და ტაიმერი დააყენეთ 65 წუთზე. ამ დროის შემდეგ კაერძი გადმოიღეთ, გადმოაბრუნეთ და კვლავ მოატავსეთ მულტისახარშში 20 წუთით. შემდეგ გადმოაბრუნეთ თეფშზე და დაელოდეთ მის გაგრილებას.

მობრაწულა დაჭერით და გაუმასპინძლდით სტუმრებს. ის შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან და სახა ნებისმიერ სოუსთან ერთად. კარტოფილის გასაუმჯობესებლად მზადების პროცესში მას დაუმატეთ დაწრილი ნიორი და ხახვი, ამ მეთოდით ის მიიღებს საოცარ არომატს და პიკანტურობის მარცვალს.