სომხური პური მატნაკაში

2319

სახლის პური – ეს მართლაც, რომ სასწაულია. განსაკუთრებით კარგია ახლად გამომცხვარი, როდესაც მისი არომატი მთელ სახლს ავსებს, ძალიან სასიამოვნოა ცივ ამინდებში ცხელი პურის დაგემოვნება. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სონხური პურის რეცეპტს სახელად “მატნაკაში”. ეს სახელწოდება მას ძალიან შესაბამისად აქვს შერჩეული, რადგან “მატნაკაში” იათარგმნება, როგორც ხელით გაბრტყელებული, მართლაც მას გამოცხობამდე ხელით აძლევენ ოვალურ ფორმას. მის თავისებურებას წარმოადგენს კუთხეებსა და ცენტრში არსებული ჯებირები.

სომხური მატნაკაშის მომზადება ძალიან მარტივია, რაც მთავარია გამოდის უგემრიელესი, არომატული, ფაფუკი და სასიამოვნოდ ხრაშუნა. ოქროს შუალედის დასაცავად აუცილებელია მიყვეთ საფუარიანი ცომის მომზადების წესს. სახლში გამომცხვარი პური ძალიან უხდება ჩაის და სუფს.

ინგრედიენტები

  • წყალი 320მლ
  • ხორბლის ფქვილი 430გ
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. 100მლ თბილ წყალში გახსენით შაქარი, მშრალი საფუარი და 1 ჩაის კოვზი ფქვილი, მოურიეთ და 20 წუთით მოათავსეთ თბილ ადგილას. მითითებული დროის გასვლის შემდეგ მასას დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოაყარეთ მარილი.

2.ხელები დაისველეთ ზეთით და მოზილეთ ცომი. ის უნდა გამოგივიდეთ რბილი და წებოვანი, რათა მატნაკაში გამოგივიდეთ იდეალური.

3.ჯამი დაამუშავეთ ზეთით, მასში მოათავსეთ ცომი, თბილად შეფუთეთ და 60 წუთით შეინახეთ თბილ ადგილას. ცომის ამოფუების შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე, შეფუთეთ და დაელოდეთ 15 წუთი.

4.გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე. ცომი დაამუშავეთ ხელით, გააბრტყელეთ დაახლოებით 1,5სმ ოვალად და მის ზედაპირს მიეცით ფორმა. ცომს წაუსვით წყლისა და ზეთის ნაზავი. ისევ 10 წუთით დაასვენეთ ცომი შეფუთულ მდგომარეობაში.

5.გამოაცვხეთ 15-18 წუთის განმავლობაში ორთქლზე. ამისათვის ღუმელის ძირზე მოათავსეთ ადუღებული წყლით სავსე ჭურჭელი. მზა პურს მოასხით ცოტა წყალი, დააფარეთ ნაჭერი და დაელოდეთ გაგრილებას.

სუფრაზე გატანამდე შეგიძლიათ დაჭრათ ან გაიტანოთ დაუჭრელად, რათა ოჯახის წევრებმა თვითონ მოტეხონ მათთვის სასურველი ნაჭრები. ამბობენ, რომ ეს პური სირბილეს 7 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. მაგრამ ეს პური იმდენად მალე იჭმევა, რომ დაძველებას ვერც კი ასწრებს.