სოკო იდეალური გარნირია მწვადებთან. ან უბრალოდ გემრიელი კერძი ვეგეტარიანელებისთვის.
მოსამზადებლად სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ, კერძი უგემრიელესი გამოვა.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. ბალზამისებური ძმარი
- 2 ს.კ. სოიოს სოუსი
- 2 კბილი ნიორი
- შავი პილპილი
- 200 გრ ფირფიტებად დაჭრილი შამპინიონი
- ახალი მწვანილი
მომზადების წესი
- დიდი ზომის თასში შეურიეთ ერთმანეთს ბალზამისებური ძმარი, სოიოს სოუსი, ნიორი და შავი პილპილი. დაუმატეთ სოკო და გააჩერეთ 20 წუთით.
- გააცხელეთ გრილი. წამოაცვით სოკო შამფურზე და “მწვადები” გრილზე მოათავსეთ.
- მოამზადეთ 2-3 წუთით თითოეულ მხარეს და სანამ მიირთმევდეთ, მოაყარეთ ახალი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!