სტატიის მიხედვით თქვენ ისწავლით სოკოს უგემრიელესი პიცის მომზადებას. ყურადღებით მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას და შედეგიც არ დააყოვნებს.
ინგრედიენტები:
ცომი
- 500 გ ფქვილი
- 4 ჩ.კ. საფუარი
- 200 მლ თბილი წყალი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 3 ს.კ. ზეთი
გულსართი
- 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 3 ს.კ. ტომატპასტა
- 2 კბილი დაკეპილი ნიორი
- 450 გ დაჭრილი სოკო
- 450 გ თხლად დაჭრილი ან გახეხილი მოცარელა ან სულგუნი
- 2 ჩ.კ. ხმელი თავშავა
- მარილი
მომზადების წესი:
- ცომი. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ მარილი და შაქარი.
- დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომი შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას ამოსასვლელად.
- როდესაც ცომი ამოვა, ოდნავ ზეთიანი ხელით ჩაზილეთ და კვლავ შეფუთეთ.
- ხელმეორედ ამოსვლის შემდეგ ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად.
- თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
- გაბრტყელებული ცომი გადაიტანეთ ოდნავ ზეთმოსმულ საცხობ ფურცელზე ან ტაფაზე.
- ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
- გულსართი. სოკო თხალად დაჭერით და ნიორთან ერთად 3-4 ს.კ. ზეთში 5 წუთის განმავლობაში შუშეთ.
- ცომის ფენას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და ტომატპასტა.
- ზემოდან მოათავსეთ ყველი ისე, რომ არშიად 1 სმ სიგანის ცარიელი ადგილი დარჩეს.
- მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და მოაყარეთ სოკო.
- მოაყარეთ თავშავა და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
ულუფა: 4 ცალი
მომზადება: 20 წთ + დრო ცომის ასაფუებლად
გამოცხობა: 15 წთ