სოკოლის სასადილოს მზარეული წინა დღის მანანის ბურღულს უმატებს ომლეტს, ამის დასაბუთებული მიზეზი აქვს

730

რა იქნება თუ რძის ნაცვლად ომლეტს დავუმატებთ მანანის ბურღულის ფაფას? არის ერთი გამოცდილი რეცეპტი. დღეს ჩვენ ამ რეცეპტის საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ!

ასეთი ომლეტი სუფლეს მაგონებს, მისი გემო ძალიან ნაზია. ომლეტის მომზადება ყველას შეუძლია, მაგრამ ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ მის გაუმჯობესებულ ვარიანტს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 1/2 ჭიქა მზა მანანის ბურღულის ფაფა
  • 2 ქათმის კვერცხი
  • მარილი
  • 1 ჩაის კოვზი კარაქი

მომზადება

1.გამოგადგებათ წინა დღის ფაფაც. მაგრამ თუ ის მზად არ გაქვთ მე დაგეხმარებით: 1ლ რძეზე გამოიყენეთ5 სუფრის კოვზი მანანის ბურღული, 1 ჩაის კოვზი მარილი და 3 სუფრის კოვზი შაქარი.

2.ამ მასას მოასხით ადუღებული რძე. მოურიეთ, მოხარშეთ 5-10 წუთი მანამ, სანამ არ შესქელდება ფაფა.

3.ომლეტისთვი ნახევარი ჭიქა ფაფა უნდა გავთვალოთ 1 ულუფაზე. ფაფა უნდა იყოს გრილი. ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და ათქვიფეთ. დაუმატეთ ფაფა და მოურიეთ.

4.ტაფაზე გაალღვეთ კარაქი. ჩაასხით ომლეტის მასა და 15 წუთი შეწვით დაბალ ცეცხლე.

გემრიელად მიირთვით!