სახლში მომზადებული უგემრიელესი ბელიაში რძეზე

1313
Deep frying pies with meat on a white plate with sour cream on dark wooden background.

როცა ვუყურებ ფილმს “რაზე საუბრობენ კაცები” ძალიან მინდება წვნიანი ბელიაშის დაგემოვნება.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს.

ინგრედეინეტბი ცომისთვის

  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • 200მლ რძე (ან წყლისა და რძის ნარევი)
  • 7გ მშრალი საფუარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწიკვი შაქარი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 350გ ღორის ფარში
  • 3 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.50მლ თბილ რძეში გახსენით შაქარი და საფუარი.

2.დატოვეთ 10-15 წუთი თბილ ადგილას.

3.დაუმატეთ მარილი, დარჩენილი რძე და ფქვილი შიყვანეთ ნელ-ნელა.

4.მოზილეთ ცომი სანამ ის არ გახდება წებოვანი.

5.ცომს წაუსვით ცენარეული ზეთი, ჩაზილეთ, დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ სითბოში 1 საათი.

6.გახეხეთ ხახვი, დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. რათა შიგთავსი გამოგივიდეთ წვნიანი, ხახვის რაოდენობა უნდა იყოს ხორცის ნახევარი.

7.თუ ფარში გამოვა მშრალი, მაშინ დაუმატეთ ცოტა რძე.

8.ცომს მიეცით სქელი ძეხვის ფორმა და შემდეგ გაჭერით 8-10 ნაწილად.

9.ბურთულები გააბრტყელეთ, რათა მიიღოთ 12 სმ 5-6მმ ფირფიტები.

10.შიგთავსი სუფრის კოვზით მოათავსეთ ცენტრში და ოდნავ გადაანაწილეთ.

11.ცომს მიეცით ბელიაშის ფორმა. ცომის კუთხეები მოაგროვეთ ცენტრში და მჭიდროდ დააფიქსირეთ. უმალვე გადმოაბრუნეთ ბელიაში ნაკერით დაბლა.

12.აიღეთ ქვაბი ან ტაფა. ზეთი ბელიაშს ნახევრად უნდა ფარავდეს.

13.კარგად გააცხელეთ ზეთი.

14.ზეთში ჩაუშვით ბელიაში ნაკერით დაბლა. შეწვით ორივე მხრიდან 2-3 წუთი.

15.ბელიაში გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

16.სულ ეს იყო, ბელიაში მზად არის!

17.გემრიელად მიირთვით!

სახლში გამომცხვარ ბელიაშს მაინც სხვანაერი გემო აქვს. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ.