თვითონ სიტყვათა შეხამება “შედედებული რძე” ძლაიან ტკბილად ჟღერს! ის ბევრს ბავშვობის წლებს გაახსენებს. ხანდახან მინდა ყველაფერი დავივიწყო ეს ტკბილეული დავაგემოვნო და ისევ ბავშვად ვიქცე. შედედებული რძე გამოიგონეს ფრანგებმა XIX დასაწყისამდე, ასე რომ ჩვენი საყვარელი ტკბილეული 200 წლისაა!
შედედებულ რძეს უმეტეს შემთხვევაში არა სასარგებლო პროდუქტად მოიხსენიებენ იმის მიუხედავად, რომ ის შეივავს დიდი რაოდენობით კალცს და არ შეიცავს კვებით დანამატებს. რათქმაუნდა საუბარია სახლში მომზადებულ შედედებულ რძეზე, რომელიც ინარჩუნებს რძეში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს. ამიტომაც ძალიან ხშირად მოამზადეთ და გაახარეთ ბავშვები, მითუმეტეს მის მომზადებას სულ რარაც 10 წუთი უნდა.
ინგრედიენტები
- რძე 1 ჭიქა
- შაქარი 1 ჭიქა
- მშრალი რძე 1 ჭიქა
- კარაქი 50გ
- წყალი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
1.ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაუმატეთ წყალი. ცეცხლის საშუალებით შაქარი კარამელად აქციეთ.
2.ცეცხლზე მოათავსებულ კარამელს დაუმატეთ კარაქი და დაელოდეთ მის გალღობას.
3.ამასობაში გააცხელეთ რძეა და დაუმატეთ კარამელს, განუწყვეტლივ ურიეთ. არ შეგეშინდეთ თუ მზადების ამ პროცესში მასა დაიჯირჯვლება. კარამელი რძეში რამდენიმე წუთში გალღვება.
4.როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაუმატეთ მშრალი რძე და ცეცხლზე კიდევ 3 წუთი დატოვეთ თან ურიეთ, რათა მასა კარგად გალღვეს.
5.შედედებული რძე გააგრილეთ. თუ კიდევ დარჩა აქა-იქ დაჭირჯვლებული, მაშინ შეგიძლიათ დაწრიტოთ. შედედებლი რძე შეინახეთ მაცივარში ქილით.
ამ ტკბილეულის დამარტება ნებისმიერ დესერტში შეგიძლიათ. რაც მთავარია ეს პროდუქტი არის ნატურალური და ყველასათვის სყვარელი.