სახლში მომზადებული ნამცხვარი “4 კოვზი”

866

მოგინდათ ტკბილეული, მაგრამ შესაბამისი ინგრედიენტები არ გაქვთ? ეს რეცეპი აუცილებლად გამოგადგებათ! თქვენ დახარჯავთ მხოლოდ 5 წუთს ცომისთვის და ცხობისთვის 15 წუთს.

ამ ნამცხვრის მომზადება 4 უმარტივესი ინგრედიენტისგან შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 4 სუფრის კოვზი
  • შაქარი 4 სუფრის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ათქვიფეთ შაქარი აქაფებამდე, დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და ისევ ათქვიფეთ.

2.ცომს დაუმატეთ სოდა ან გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ.

3.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. გამოაცხეთ 15 წუთი 175 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!