სახლში მომზადებული ლაზანია იტალიელი დედამთილის რეცეპტით

1238

როგორ მოვამზადოთ ლაზანია სახლის პირობებში? დღეს მე ნამდვილ იტალიურ რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • 650-700გ ფარში
  • 2 ახვი
  • 1 სტაფილო
  • 9-10 ფირფიტა ლაზანია
  • 2 პომიდორი
  • 90გ პომიდვრის პასტა
  • 100გ მოცარელა
  • 50გ კარაქი
  • 3ლ წყალი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები

ინგრედიენტები სოუსი ბეშამელისთვის

  • 900გ რძე
  • 30გ კარაქი
  • 30გ ფქვილი
  • მარილი, წიწაკა და ნიგოზი

მომზადება

1.თავდაპირველად უნდა მოვამზადოთ სოუსი ბეშამელი. ქვაბში მოათავსეთ კარაქი, მოათავსეთ ცეცხლზე. გააცხელეთ კარაქი დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ. ნელ-ნელა მოასხით რძე. მოურიეთ და წამოადუღეთ. 3-5 წუთში სოუსი შესქელდება. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ნიგოზი.

2.ახლა კი გადავიდეთ შიგთავსის მომზადებაზე. მე ხშირად ვიყენებ საქონლის ფარშს და ინდაურის ფილეს. ფარშს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სასურველი სანელებლები.

წვრილად დაჭერით ხახვი.გახეხეთ სტაფილო. ზეთში მოთუშეთ ხახვი, მოაყარეთ სტაფილო და დაელოდეთ 3-4 წუთი. მოთუშული ბოსტნეული გადაიტანეთ ჯამში, ტაფაზე მოათავსეთ ფარში. მოთუშეთ ფარში 20 წუთი, შემდეგ დაუმატეთ ხახვი, სტაფილო და პომიდვრის პასტა. კარგად მოურიეთ და მოთუშეთ კიდევ 7 წუთი.

3.ახლა კი უნდა მოხარშოთ ლაზანიის ფირფიტა. 3 ლიტრიან ქვაბში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. აადუღეთ წყალი და მოხარშეთ 5 ფირფიტა ლაზანია.

ყურადღება, მნიშვნელოვანი ნიუანსი: ოდნავ მოხარშული ფირფიტები თითო-თითოდ უნდა მოათავსოთ ცხიმიან სწორ ზედაპირზე.

4.გახეხეთ ყველი, დაჭერით პომიდორი. ააწყეთ ლაზანია. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.

ფორმაზე მოათავსეთ ლაზანიის ფირფიტები. მე ვიყენებ 3 ფირფიტას, მასზე თანაბრად გადაანაწილეთ ნახევარი ფარში, დაუმატეთ პომდორი. მოასხით სოუსი და მოაყარეთ ყველი.

5.მეორე ფენა ასეთივე: ლაზანიის ფირფიტა, შემდეგ ფარში, ცოტა პომიდორი, სოუსი და ყველი. დააფარეთ მესამე ფენა ლაზანია, მოასხით სოუსი და მოაყარეთ დარჩენილი ყველი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე  25-30 წუთი.

6.გემრიელად მიირთვით!