სახლში დამზადებული შოკოლადი ყოველგვარი ქიმიის გარეშე, მზადდება სულ რაღაც 10 წუთში

4060

დაგჭირდებათ 4 მარტივი ინგრედიენტი, რომელიც სახლში ყველას მოგეპოვებათ. მას შემდეგ რაც, ამ შოკოლადს გასინჯავთ, გარწმუნებთ, მას მაღაზიაში აღარასდროს შეიძენთ!

ინგრედიენტები:

  • კაკაო – 5 სუფრის კოვზი
  • კარაქი – 50 გრამი
  • შაქარი – 6-8 სუფრის კოვზი
  • ფქვილი – 1 ჩაის კოვზი
  • რძე – 5 სუფრის კოვზი
  • ვანილის შაქარი – 1/4 ჩაის კოვზი
  • დაფქული თხილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

1. აურიეთ კაკაო და შაქარი. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა. ჩაასხით დარჩენილი რძე. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ურიეთ უწყვეტად.

2. მას შემდეგ რაც კაკაო ადუღდება, დაუმატეთ კარაქი, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და მიიყვანეთ ნარევი ადუღებამდე.

3. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და წვრილი საცერით – ფქვილი დაუმატეთ. როდესაც ფქვილი სრულად გაიხსნება, კვლავ წამოადუღეთ.

4. გადმოიღეთ ქურიდან და ოდნავ გააგრილეთ. ჩაყარეთ ვანილის შაქარი და კარგად აურიეთ.

5. გადაასხით შოკოლადის მასა ყინულის ფორმებში (ფორმას წინასწარ კარაქი უნდა ქონდეს წასმული).

6. სურვილისამებრ შოკოლადში შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი ნებისმიერი სახის თხილეული დაუმატოთ.

გემრიელად მიირთვით!