ეს ღვეზელი სახელგანთქმულია იტალიაში. მისი რეცეპტი სამხრეთ იტალიის ქალაქ ნეაპოლიდან მოდის. ეს ღვეზელი დასაგემოვნებლად ნამდვილად ღირს. ფაფუკი და ციტრუსის არომატით გაჯერებული ბისკვიტი საუცხოო გემოს ჰქმნის.
ინგრედიენტები:
გულსართი
- 1/2 ჭიქა ხორბალი
- 200 მლ რძე
- 60 გ კარაქი
- 1 ჭიქა დაჭრილი დაშაქრული კედრის თესლი ან ლიმონის კანი
- 1 სუფრის კოვზი ფქვილი
- 750 გ გაწურული ყველი რიკოტა (ან ნადუღი)
- 7 მოზრდილი კვერცხი
- 3 მოზრდილი კვერცხის გული
- 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 500 გ შაქრის ფხვნილი
- 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ყვავილების ექსტრაქტი
ფირფიტა
- 500 გ ფქვილი
- 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 200 გ დაჭრილი კარაქი
- 2 მოზრდილი კვერცხი
- 2 მოზრდილი კვერხის გული
მომზადების წესი:
- გულსართი. ხორბლის მარცვალი 12 საათის განმავლობაში ცივ წყალში დაალბეთ.
- ფირფიტა. კომბაინში ჩაყარეთ, ფქვილი, შაქარი და კარაქი. ისე შეურიეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ. დაუმატეთ კვერცხი და კვერცხის გულები. ცომი ნაზი უნდა გადმოვიდეს.
- ცომი ცელოფანში შეფუთეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
- ხორბლის მარცვალი გადაწურეთ და ოდნავ მარილიან წყალში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, მოთუთქეთ, რომ დარბილდეს. კარგად გადაწურეთ.
- ქვაბში ადუღეთ ფქვილი, რძე და კარაქი დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადადგით.
- ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4).
- ლიმონის დაშაქრული კანი ფქვილთან ერთად აზილეთ და მოთუთქული ხორბალი დაუმატეთ.
- რიკოტა ბლენდერში ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს. კვერცხი სათითაოდ შეურიეთ და კიდევ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ დარიჩინი, შაქრის ფხვნილი და ფორთოხლის წყალი. კარგად აზილეთ.
- ხორბლის ნაზავი მოზრდილ ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ რიკოტას მასა და კარგად შეურიეთ.
- ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე ცომის 1/4 ნაწილი 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
- ღრმა 28 სმ-იან ფორმას, მოსახსნელი ძირით, ცხიმი წაუსვით. ცომი ჩააფინეთ და ფორმის გვერდებზე შემოასწორეთ.
- გულსართი კოვზით ჩადეთ ფორმაში.
- დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ და 1.5 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით. ცომის ზოლები ღვეზელზე უჯრედისებურად დაალაგეთ.
- 45-55 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, ციდრე ცომი შეყავისფრდება.
- ფორმაში გააგრილეთ. სუფრასთან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.