მეკიჩეტა – ბულგარეთის ერთერთი საუკეთესო და ძალიან ცნობილი კერძია. წყალზე მოზელილი საფუარიანი ფუნჩულები. მასში შეგიძლიათ მოათავსოთ ნებისმიერი გულსართი. მე ძალიან მიყვარს ყველით, ამიტომაც დღეს მას მოვამზადებთ!
ინგრედიენტები
- წყალი 150მლ
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- საფუარი 3,5გ
- მზესუმზირის ზეთი 6 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 275გ
- ყველი 100გ
- კამა
- კვერცხი 1 ცალი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
1.გაცერით ფქვილი. დაუმატეთ 100გ საფუარი, მარილი, ცხელ წყალში გახსნილი შაქარი და 1 სუფრის კოვზი ზეთი.

2.ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. ცომს და ჯამს წაუსვით 1 სუფრის კოვზი ზეთი, დააფარეთ თავსაფარი და დაელოდეთ ამოფუებას.

3.გახეხეთ ყველი. დააქუცმაცეთ კამა, დაჭყლიტეთ მსუბუქად და მოაყარეთ მარილი. მიღებული დაუმატეთ ყველს.

4.ჩაზილეთ ცომი და გაყავით 4 ნაწილად. სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი. ერთ ნახევარზე მოათავსეთ გულსართი.

5.კარგად დააფიქსირეთ კუთხეები, დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი.

6.შეწვით დაბალ ცეცხლზე 10-10 წუთი ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!









