უგემრიელესი ფარშრებული კვერცხი ნებისმიერი დღესასწაულის სამშვენისი გახდება. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ, გააუმჯობესოთ კერძი. დამიჯერეთ სტუმრები რეცეპტს აუცილებლად მოითხოვენ.
ინგრედიენტები
- 6 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი იოგურტი
- 100გ ყველი ფეტა
- 1 ჩაის კოვზი ორეგანო
- 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
- მარილი
- შავი წიწაკა
- 50გ დაკონსერვებული ზეთისხილი (უკურკო)
- 0,5 წითელი ხახვი
მომზადება
1.მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ და გაჭერით. ამოიღეთ გული.
2.წვრილად დაჭერით ხახვი, ზეთისხილი და ყველი.
3.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, ყველი, ხახვი და ზეთისხილი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ცედრა, ორეგანო და იოგურტი. მოურიეთ.
4.ამოავსეთ კვერცხი მიღებული შიგთავსით. შეინახეთ მაცივარში 15 წუთი.
გააფორმეთ თვქნი გემოვნებით და სურვილით.
გემრიელად მიირთვით!