საუცხოო ბისკვიტისებური რულეტის რეცეპტი

1046

ბისკვიტისებური კრემიანი რულეტის მომზადება უმარტივესია. სახლში გამომცხვარი რულეტი ნაყიდს ბევრად ჯობია.

რულეტი ავსტრიაში დაიბადა. უკვე დიდიხანი ასეთ რულეტებს შვეიცარიულად მოიხსენიებენ.

ბისკვიტური რულეტი კრემით

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რულეტის უმარტივეს რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 3 ქათმის კვერცხი
  • 100გ ფქვილი
  • 125გ შაქარი
  • 25გ სახამებელი
  • 0,25 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა კრემი
  • 1 ჭიქა რძე
  • შაქრის ფხვნილი
  • ჟოლოს ჯემი
  • რძიანი შოკოლადი გასაფორმებლად

მომზადება

1.პირველი ნაბიჯი – დააშორეთ ცილა და გული. კვერცხის გული და შაქარი კარგად გადაურიეთ, ცილა ათქვიფეთ ბლენდერში.

2.ჯამში მოათავსეთ ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი. გულის მასა ფრთხილად დაუმატეთ ფქვილის მასა. დაიწყეთ მორევა და პროცესშივე დაუმატეთ ცილა.

3.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მოასხით ცომი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

4.გამომცხვარ რულეტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, დაახვიეთ რულეტისებურად და გააგრილეთ. კრემს დაუმატეთ რძე და მოამზადეთ ინსტრუქციის მიხედვით.

5.ოდნავ გაგრილებული რულეტს წაუსვით კრემი და ჯემი. ისევ დაასხვიეთ რულეტისებურად.

6.მზა რულეტს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი და მოაყაროთ ტკბილეული.

გემრიელად მიირთვით!