საუცხოო არომატით გაჯერებული ვაშლის ტარტი კალვადოსით

1435

კალვადოსი ვაშლის არაყია, რომელსაც ნორმანდიაში ამზადებენ. მას სპეციალურად გამოყვანილი და შერჩეული ვაშლისგან ხდიან. კალვადოსით მომზადებული ტარტი საუცხოო შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

ინგრედიენტები: 

  • 250 გ ფქვილი
  • 65 გ შაქრის ფხვნილი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 2/3 ჭიქა კარაქი (წინასწარ გაცივებული და კუბებად დაჭრილი)
  • 1 დიდი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მაღალკალორიული (ორმაგი ნაღები)

გულსართი:

  • 2 საშუალო ზომის ვაშლი (გაფცქვნილი, გულამოცლილი)
  • 1 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი
  • 50 გ შაქრის ფხვნილი
  • 4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 3 სუფრის კოვზი გარგარის ჯემი
  • 1 სუფრის კოვზი კალვადოსი

ფირფიტა 

  1. ფქვილი, შაქარი და მარილი კომბაინში ჩაყარეთ. სწრაფად შეურიეთ. დაუმატეთ კარაქი და სწრაფად ურიეთ, სანამ მასა ფხვიერი გახდება.
  2. ურიეთ და თან დაუმატეთ კვერცხი და ნაღები. თქვიფეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი გახდება.
  3. ცომი მოათავსეთ გამჭვირვალე ცელოფანზე, 18 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ცელოფანში შეფუთეთ. შედეთ მაცივარში სულ ცოტა, 30 წუთით (მაქსიმალური დრო – 48 სთ).
  4. ტარტის ფორმას, მოსახსნელი ძირით (28 სმ-იანი), ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით.
  5. ცომს ცელოფანი მოხსენით და გრილ ზედაპირზე, მაგალითად, მარმარილოს დაფაზე მოათავსეთ, რაც ცომს სწრაფად დარბილების საშუალებას არ მისცემს. ცომს ორივე მხრიდან ცოტაოდენი ფქვილი მოყარეთ.
  6. ცომს ორივე მხრიდან თხელი ცელოფანი ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე, 33 სმ დიამეტრით. თუ შეატყობთ, რომ ცომი ზედმეტად მაგრდება, დროდადრო ცელოფანი მოხსენით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. თუ ცომი ზედმეტად ნაზი გამოვიდა, მაცივარში შედგით, რომ ცოტა გამაგრდეს.
  7. ცომის ზედაპირიდან ცელოფანი მოხსენით. საგლინველას (ცომის გასაბრტყელებელი ) ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და ცელოფანის ქვედა ფენის მოსახსნელად, ცომის ქვეშ გაატარეთ.
  8. ცომი ფორმაში ფრთხილად მოათავსეთ. გვერდები ხელით ისე გაასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფორმიდან გადმოვა, უკანვე ჩააბრუნეთ და დაახლოებით 5 მმ სისქის სარტყელი გაუკეთეთ. შეგიძლიათ ცომი გამოცხობამდე კიდევ ერთხელ, ნახევარი საათით, გააცივოთ.
  9. ელექტროღუმელი წინასწარ გააცხელეთ 200 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 6) 20 წუთის განმავლობაში. ფორმაში გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფოლგის ქაღალდი დააფარეთ. ამოავსეთ გამომშრალი მარცვლეულით (სიმძიმისთვის). 5 წთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსამდე ( აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5) დაუწიეთ და კიდევ 5 -10 წთ-ით დატოვეთ, ვიდრე ფირფიტა გამაგრდება და მოყავისფრო – ოქროსფერს მიიღებს.
  10. გამომცხვარი ფირფიტა ღია ყავისფერი უნდა იყოს. მზა ფირფიტა გასაგრილებლად დადგით, ამასობაში გულსართი მოამზადეთ.

გულსართი

  1. ვაშლი საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, კალვადოსი, კარაქი, დარიჩინი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ. დროდადრო ურიეთ, სანამ ვაშლი დარბილდება, დაახლოებით 10-15 წუთი. ვაშლი კარგად ასრისეთ და ნელ ცეცხლზე იქამდე დატოვეთ, ვიდრე სითხე ბოლომდე აორთქლდება.
  2. ვაშლის გულსართი კოვზით ჩადეთ გამომცხვარ ფირფიტაში და გადადგით.

ზედაპირი 

  1. ელექტროღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5)
  2. ვაშლი დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად. ნაჭრები გულსართით ამოვსებული ფირფიტის ზედაპირზე წრიულად დააწყვეთ. შუაგულიდან დაიწყეთ და სპირალისებურად შეავსეთ კიდეებამდე. გამდნარი კარაქი გადაუსვით და შაქარი მოაყარეთ.
  3. 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, სანამ ვაშლი დარბილდება.
  4. გრილი მაღალ ტემპერატურაზე გაახურეთ.
  5. ღვეზელს შაქრის პუდრი მოაყარეთ, კიდეებზე ფოლგა შემოახვიეთ და გრილზე ცეცხლიდან 10 სმ-ის მოშორებით მოათავსეთ. გააჩერეთ 1-2 წუთით. როდესაც ვაშლი ოქროსფერი გახდება, გადადგით და ფოლგა მოხსენით.
  6. გარგარის ჯემი და კალვადოსი პატარა ჯამში გააცხელეთ. ეს მასა ფუნჯით მზა ღვეზელს გადაუსვით.
  7. სუფრასთან თბილი ან გაგრილებული მიიტანეთ.